LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაბელური არ არის, გაბრუებულია, „ბადრაგს ჩამოჰყავს და აჰყავს“ – გვარამია სააკაშვილის რუსთავში მონახულების შემდეგ

155
BeFunky-collage (1)

მიხეილ სააკაშვილი კომუნიკაბელური არ არის, სუსტადაა, გაბრუებულია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა ნიკა გვარაიამ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილი: “სააკაშვილისთვის სიკეთე ვისაც უნდა, შეიგნოს, რომ არანაირი იდეა, მესია და დავით აღმაშენებელი არ არის…”

სახეზეა ერთი პატიმრის კაპრიზები, ახირებები, კვლავ გონია, რომ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს – წულუკიანი სააკაშვილზე

„მნიშვნელოვანი განცხადებები ამ წუთში შეუძლებელია. კომუნიკაბელური არ არის, სუსტად არის, გაბრუებულია. მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. ხვალ იქნება განცხადება. სუსტად არის, ბადრაგს ჩამოჰყავს და აჰყავს. ეს კიდევ ერთი დაბრკოლებაა. ახლა, შეხვედრისას ჩამოსაყვანი უნდა გახდეს და ასაყვანი, რაც, ჩემი აზრით, მძიმეა.

იკვეთება, რომ ადამიანი ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი. ვნახე ფორმა 100. შემიძლია გითხრათ, რომ ორივე, 27 და 30 დეკემბრის დიაგნოზი ყალბია. ვერნიკეს ენცეფალოპათია ამოღებულია“,- განმარტავს გვარამია.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი გამოჯანმრთელებული არ არის, პირიქით, უარესადაა.

„მისმა ექიმებმაც აღნიშნეს, რომ იგივე წონით დაბრუნდა, რითიც გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ე.წ. რეფიდინგით მისი აღდგნა არ მოხდა. არც წონის მატება აქვს. წოლისგან და იმ რეჟიმისგან, რა მდგომარეობაშიც გორში იმყოფებოდა, კუნთების მოდუნება და განლევა აქვს“,- აღნიშნავს გვარამია.

შეგახსენებთ,პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხეში დააბრუნეს.

პენიტენციური სამსახურის განცხადება: სააკაშვილი მე-12 დაწესებულებაში კანონმდებლობის სრული დაცვით არის გადაყვანილი

გუშინ, 29 დეკემბერს სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g