სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის კვეთას მხოლოდ პირადობის მოწმობებით შეძლებენ.

მეზობელი ქვეყნების პრემიერმინისტრებმა დოკუმენტს ხელი ერევანში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ მოაწერეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს.

ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ.

ხელი მოეწერა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომის ოქმს.

კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სოფიო ბერიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები