LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოლტენბერგი ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადზე: ნატო-ს კარი ღია რჩება, გადაწყვეტილებას 30 წევრი ქვეყანა კონსენსუსით მიიღებს

74
BeFunky-collage (2)

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა და გადაწყვიტოს, უსაფრთხოების რომელი არქიტექტურის ნაწილი იყოს,- ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა ნატო-ში უკრაინის მიერ განაცხადის შეტანის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება 30 წევრი ქვეყნის კონსენსუსის შედეგად მიიღება.

ზელენსკი: უკრაინა ალიანსში გაწევრიანებისთვის ნატოს დაჩქარებული წესით მიმართავს

„ევროპაში ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს განაცხადი ნატო-ს წევრობაზე და ნატო პატივს სცემს ამ უფლებას. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და ეს ვაჩვენეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მადრიდის სამიტზე ალიანსმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა და გადაწყვიტოს, უსაფრთხოების რომელი არქიტექტურის ნაწილი იყოს. წევრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მიიღება 30 წევრი ქვეყნის მიერ კონსენსუსის საფუძველზე. ჩვენი ფოკუსი ახლა არის უკრაინისთვის მყისიერი დახმარება რუსეთის სასტიკი ინტერვენციისგან თავდაცვაში. ეს არის ნატო-ს ალიანსის მთავარი ფოკუსი და ძალსიხმევა ამჟამად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g