LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სტუდენტობის პერიოდში სულ მეტროთი ვმგზავრობდი და მაშინაც ასე იყო” – ირაკლი ხმალაძე

200
69425032-2937245149625399-7829768991705923584-o

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საუბრისას განაცხადა, რომ მეტროში ნაკადი ყოველწლიურად იზრდება და ეს სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტაა. ვიცე მერმა ასევე აღნიშნა, რომ პრობლემური მონაკვეთი მხოლოდ სადგურის მოედანია.

“უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემური კვანძი არის მხოლოდ გადასაჯდომი სადგურის მოედანი და ის კონკრეტული გვირაბი, სადაც კონკრეტულ მონაკვეთში და განსაკუთრებით პიკის საათებში არის მოზღვავებული ნაკადი”.

კალაძე: მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც დღეს მეტროთი მგზავრობს

მგზავრობის გაძვირებით შეწუხებულ საზოგადოებას, კალაძემ მეტროთი და ავტობუსებით მგზავრობისკენ მოუწოდა.

ხმალაძეს თქმით, სტუდენტობის პერიოდში თავადაც მეტროთი მგზავრობდა და მაშინაც ასეთი სიტუაცია იყო.

“სტუდენტობის პერიოდში სულ მეტროთი ვმგზავრობდი და მაშინაც ასე იყო”.

მერიის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მეტროში გაზრდილი ნაკადი ტაქსების რეფორმას არ უკავშირდება.

რა ხდებოდა პიკის საათის დროს მეტროში (ვიდეო)

ვიცე მერმა გუშინ, 23 ოქტომბერს, განაცხადა, რომ მოსახლეობას მეტროში ხალმხრავლობა უნდა უხაროდეს, რადგან ეს ქალაქში საცობების შემცირებას შეუწყობს ხელს და ჰაერიც ნაკლებად დაბინძურდება.

“საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების ზრდა სწორი ტენდენციაა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რაც მუნიციპალიტეტმა გაატარა და ამის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გაგვიხარდეს”.

 

 კალაძის რჩევა ხალხს: გაძვირებული ტარიფი თუ პრობლემაა, მეტროთი და ავტობუსით ისარგებლონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები