LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავი არავინ მოიტყუოს, უგვირგვინო მეფე შორს არ მიდის – არმაზ ახვლედიანი

102
ბიზ ახვლედიან

თავი არავინ მოიტყოს, უგვირგვინო მეფე შორს არ მიდის! მისი მახვილი თვალი ყველას და ყველაფერს ხედავს, რადგან ბოლომდე ვერავის ენდობა – ასეთია ყველა დრომოჭმული თვითმარქვია მმართველის ბუნება – აცხადებს  „ევროპული საქართველოს“ წევრი არმაზ ახვლედიანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის კომენტირებისას.

გარანტია, რომ კიდევ არ მოვა, არ არსებობს: ექსპერტები ივანიშვილის მეორედ წასვლას აფასებენ

„ევროპული საქართველოს“ წევრს არ სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პოლიტიკიდან რეალურად წავიდა.

„საბოლოოდ მივდივარო, სრულად ჩამოვშორდები მართვასო! – ეს ფრაზები ბოლომდე წაკითხული და გააზრებული არც კი გვქონდა, რომ მთქმელი ისევ იმ საჭესთან იდგა, რომელსაც თითქოს დაემშვიდობა.

მემკვირდის მოვალეობის შემსრულებელი ისე შესთავაზა გუნდს, არც კი დაფიქრებულა: თუ მიდიხარ და აპირებ, რომ ჩაეხსნა მართვის სადავეებს, მაშინ რატომ არ აძლევ უფლებას ამ, თუნდაც ასე არადემოკრატიულად არჩეული პოლიტსაბჭოს წევრებს, თავად განსაზღვრონ, ვინ შესთავაზონ კარსმომდგარ ყრილობას პარტიის თავმჯდომარედ. იქნებ, ტრადიციულად, პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის იგი ან სულაც უკვე ყველაზე სტაჟიან პარტიულ დიდმოხელე მერს.

გჯერათ ამ ადამიანის სიტყვის?! ვინმე მართლა ფიქრობთ, რომ ის რეალურად ჩამოშორდება მართვას?! მერე რა, რომ აღარ ექნება უმაღლესი პარტიული თანამდებობა – რაც მას ისედაც არაფრად სჭირდებოდა – მთავარი ხომ გავლენებია, ის, თუ ვის მიიჩნევენ ქვეყანაში მთავარ ანგარიშგასაწევ ძალად: პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მთელს საპარლამენტო უმრავლესობას, პოლიტსაბჭოს თუ, მით უფრო, პარტიის ყრილობას! აბა, კონსტიტუციას და არჩევნების გზით ხალხის ნების გამოხატვას ხომ ფასი რახანია აღარ აქვს! ყველა და ყველაფერი ხომ ბუტაფორიაა, მთავარი ის ერთია გუშინ, დღეს და ბოლომდე, ვიდრე გაუვა! ასე რომ, თავი არავინ მოიტყოს, უგვირგვინო მეფე შორს არ მიდის! მისი მახვილი თვალი ყველას და ყველაფერს ხედავს, მისი გონება კი ყველაფერს მართავს და აკონტროლებს, რადგან ბოლომდე ვერავის ენდობა – ასეთია ყველა დრომოჭმული თვითმარქვია მმართველის ბუნება!“, – აცხადებს ახვლედიანი.

ივანიშვილი: ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა

"ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა"

ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მორიგი წასვლა პასუხიმგებლობისგან თავის არიდებაა.

„სანაქებო დემოკრატიას ვტოვებო, არადა, დემოკრატიის ნიშანწყალი ვერაფრით დაატყო საკუთარ პარტიას, ქვეყანა კი ავტორიტარიზმის მარწუხებში გახვია! პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობაა ეს მორიგი “წასვლა”, მაგრამ არავის რომ არ სჯერა! ჰოდა, ამ სამარცხვინო, ქვეყნისთვის დამღუპველი, ბინძური პოლიტიკური თამაშის ავტორს და ყველა თანამონაწილეს უნდა ახსოვდეს, მათი ვითომ ასე ოსტატურად შეფუთული ქვეყნის უსამართლოდ, უტვინოდ და უტიფრად მართვის გეგმა რახანია, გაიშიფრა! ამ თანამედროვე ნეობოლშევიკი ფეოდალების ზრახვებს აღსრულება არ უწერია! დრო ახლა ულმობელი სისწრაფით მოქმედებს მათ წინააღმდეგ. ჩვენი ხალხის, კონსოლიდირებული, ჯანსაღი პოლიტიკური ძალების და შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ერთობლივ ძალისხმევას, რომ საქართველოში დასრულდეს დამღუპველი ერთმმართველობა და დაიწყოს ნორმალური, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, ვეღარაფერი აღუდგება წინ! სულ მალე გვექნება ხალხის და არა ერთი კაცის პარლამენტი და მთავრობა, რაც მტკიცე საფუძველს ჩაუყრის საქართველოში შეუქცევადი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების დაწყებას და წარმატება!“. – განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“თავმჯდომარემ 11 იანვარს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.

მოგვიანებით,  entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქონების დიდი ნაწილი „ფონდ ქართუს“ გადასცა.

ბიძინა ივანიშვილმა ქონების დიდი ნაწილი “ქართუს” გადასცა

ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მლნ დოლარი, შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ ახლის შექმნის მოტივაცია არ დაკარგონ – ივანიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები