LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და პროტესტის პროტესტი არასდროს არ მექნება – პრეზიდენტი

147
BeFunky-collage (48)

“ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და პროტესტის პროტესტი არასდროს არ მექნება”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშილმა გურიაში მის დასახვედრად დაგეგმილ პერფორმანსთან დაკავშირებით განაცხადა.

“მე არ ვიცი ვინ შემოუშვეს, ვინ არ შემოუშვეს აქ როგორც ხედავთ არ არის მთელი მოსახლეობა მოსული. აქ ელჩებიც არიან და რაღაცნაირად ფორმატში უნდა იყოს. სახალხო დღესასწაულია

პრეზიდენტს გურიაში ლობიო, მჭადი და პრასი დაახვედრეს

სალომე ზურაბიშვილი "კალანდობას" გურიაში ხვდება

და ამიტომ ვულოცავ ყველას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ვინც რაღაცას აპროტესტებს გააპროტესტოს ეს არის თავისუფლება, ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში და პროტესტის პროტესტი არასდროს მექნება”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გურიაში იმყოფება. მას ადგილობრივი ოპოზიციის წარმოადგენლებმა ლობიო, მჭადი და პრასი დაახვედრეს.

ლობიოს ძღვენით მისული ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ პრეზიდენტმა კალანდობის ტრადიცია შეურაცხყო, რადგან სოფლის მესვეურებს ღამის 12 საათის ნაცვლად, მისი აღნიშვნა 6 საათით ადრე სთხოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები