ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ხვალ ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ.
ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან გუშინ საკუთარ სახლში გადაასვენეს.
შეგახსენებთ, ოპერატორს 5 ივლისს „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.
