LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ფაცაცია: „შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი უნდა შევასწორო, გავასწორო, გავაუთოვო და ისევ ისეთი გარეგნობა მქონდეს, როგორიც თინეიჯერობაში…“

1804
თიკა ფაცაცია

თიკა ფაცაცია ასაკის მატების შესახებ ჟურნალ „სარკის“ შეკითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ საკუთარ გარეგნობაში დიდი ცვლილებების შეტანას არ აპირებს:

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი უნდა შევასწორო, გავასწორო, დავაუთოვო და ისევ ისეთი გარეგნობა მქონდეს, როგორიც თინეიჯერობაში. ვფიქრობ, ჩემი ასაკი რაღაც ამბებს უნდა ჰყვებოდეს ჩემზე. გარშემო იმდენი პრობლემაა ჯანმრთელობის მხრივ, ასაკის მატება უნდა გიხაროდეს…“

თიკა საზაფხულო გეგმებზეც საუბრობს და ამბობს:

„გვაქვს აგარაკი და ოჯახის წევრებთან ერთად შემიძლია, ქალაქს გავერიდო, სუფთა ჰაერი ვისუნთქო და სიმწვანით დავტკბე. ზაფხული ის დროა, როცა შემიძლია, ჰამაკში ჩავწვე და წიგნები ვიკითხო, კითხვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ამის ფუფუნება მხოლოდ ზაფხულში მეძლევა. წიგნი არის საუკეთესო საშუალება, სხვა სამყაროში გადაინაცვლო და სულიერად დაისვენო…“

„წყალტუბო.. დროში გაყინული მისტიური შენობებით” – თიკა ფაცაციას ახალმა ფოტოებმა აღფრთოვანება გამოიწვია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g