LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ეს მიზანმიმართული პროვოკაცია არაა, მაშინ NATO-ს ქვეყანა იმდენად ცუდად არის დაცული, რომ შეიძლება ისე დაარტყან, ვერც კი გაიგონ” – სიმონიანი

77
მარგარიტა-სიმონიანი

თუ ეს მიზანმიმართული პროვოკაცია არაა, მაშინ NATO-ს ქვეყანა იმდენად ცუდადაა დაცული, რომ შეიძლება ისე დაარტყან, ვერც კი გაიგონ, – ასე ეხმაურება კრემლის პროპაგანდისტული მედიის, Russia Today-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი პოლონეთში სავარაუდოდ რუსული რაკეტების ჩამოვარდნას.

სიმონიანის თქმით, დიდი ალბათობით, ეს ან უკრაინული შეცდომაა, ან პოლონური პროვოკაცია, ან ბრიტანული.

“თუ ეს არ არის მიზანმიმართული პროვოკაცია, მაშინ მხოლოდ ერთი კარგი ამბავია.

ნატოს ქვეყანა იმდენად ცუდად არის დაცული, რომ შეიძლება შემთხვევით ვინმემ რაიმეთი დაარტყას და მთელმა ნატომ ვერც კი გაიგოს ვინ, რით და რატომ დაამარცხა.

1. იქ (პოლონეთში) განთავსებულია პატრიოტის [საჰაერო თავდაცვის] კომპლექსები.

2. სანამ რამეში დაადანაშაულებთ ქვეყანას, რომელსაც პოლონეთის ბირთვულ ფერფლად ქცევა შეუძლია, გაისარჯეთ და მტკიცებულებები წარმოადგინეთ.

3. უფრო დიდი ალბათობით, თუ პოლონეთში რამე ჩამოვარდა, ეს უკრაინული С-300 ან რამე უპილოტო საფრენი აპარატი “რეისი” იქნება.

4. ალბათობა, რომ თანამედროვე რუსული რაკეტა კურსს ასე დასცილდება, ისეთივეა, ქუჩაში ცოცხალ დინოზავრს რომ შეხვდე.

5. არგუმენტების შეჯამებით, დიდი ალბათობით, ეს ან უკრაინული შეცდომაა, ან პოლონური პროვოკაცია, ან ბრიტანული”, – წერს სიმონიანი “ტელეგრამზე“.

შეგახსენებთ, რომ მედიის ცნობით, პოლონეთის საზღვარზე სავარაუდოდ 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პოლონეთის სამთავრობო სპიკერის პიოტრ მიულერის განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის საგანგებო სხდომას მართავს.

ამავე თემაზე:

Associated Press: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარების ბრძანება გასცა: პიოტრ მიულერი

“სოლიდარობა პოლონეთს…მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი” – რა განცხადებას ავრცელებენ ლიტვა და ესტონეთი

“ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”: არტის პაბრიქსი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

“რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა ცინიკური სილაა “დიდ ოცეულის” 19 წევრისთვის” – ზელენსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები