LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მოსახლეობა, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ მიხეილ სააკაშვილი, მმართველ გუნდს ამოცანას გავუადვილებთ – მეუფე ნიკოლოზი

184
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2022-12-25T164651.001

თუ ჩვენი მოსახლეობა, რიგითი ადამიანები, სათითაოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ მიხეილ სააკაშვილი, მმართველ გუნდს ამოცანას გავუადვილებთ, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, დღეს აბსოლუტურად რეალურია ეს მოხდეს, რადგან, როგორც თავად აცხადებს, „მიხეილ სააკაშვილს ჩვენი მხრიდან შეწყალება სჭირდება“.

მეუფე ნიკოლოზი ნიკოლოზი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი მკურნალობა მიიღოს და თუ ეს საქართველოში ვერ ხერხდება, მაშინ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გადაიყვანონ.

„ის არ არის სიკვდილმისჯილი და მას აქვს უფლება იმკურნალოს, თუ ეს აქ ამ ქვეყანაში არ ხერხდება, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს უცხოეთში.

ერთია ციხეში ჯდომა და მეორეა, რომ ეს ადამიანი ციხეში არ უნდა მოკვდეს, ამიტომ ყველას, ყველა ადამიანს, აბსოლუტურად ყველას მოწყალებისკენ მოვუწოდებ.

თუ ჩვენი მოსახლეობა, რიგითი ადამიანები, სათითაოდ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ ადამიანი, რაც დღეს აბსოლუტურად რეალურია, რადგან მას ჩვენი მხრიდან შეწყალება სჭირდება, მმართველ გუნდს ამოცანას გავუადვილებთ “, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ვიდეო: რა რეაქცია ჰქონდა ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ნახვისას

ალასანია – ზურაბიშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, ვერაფერს მოვუწოდებ

ვიდეო: “მიხეილ სააკაშვილი არ სიმულირებს, სასიკვდილოდ ავადაა, შეიძლება ვერც მიაღწიოს სასამართლოს ბოლომდე” – გოლდსმიტი

ნათია ფანჯიკიძე: ახალი წელი რომ სააკაშვილის შეწყალებით დაიწყოს, რას წავაგებთ? – არაფერს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g