LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თურმე ჩემს მშობლებს ერთხელ ისე გაუჭირდათ, ფული რომ ვერსად იშოვეს, ზამთრის ქურთუკის ჯიბეები ამოატრიალეს, იქნებ სადმე თანხა შემოგვრჩაო” – ანაკო ტურაშვილი

294
BeFunky-collage - 2023-03-26T012141.507

მწერალ დათო ტურაშვილის შვილი ანაკო ტურაშვილი გადაცემა „სთორის” სტუმარია, სადაც ბავშვობას იხსენებს.

როგორც ანაკო აღნიშნავს, მშობლების სიყვარულს ყოველთვის გრძნობდა და მათ ერთმანეთი დღემდე ძალიან უყვართ.

„ჩემი საყვარელი საქმიანობა მამასთან ერთად დროის გატარება იყო. სიყვარულით სავსე გარემოში გავიზარდე. მამას დავყავდი ხოლმე ლიტერატურულ კაფეებსა და თეატრალურ სარდაფებში, სადაც სტუდენტებს ვხვდებოდით. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. აქ მატერიალური მხარე არ იგულისხმება. მშობლებისგან ყურადღების დანაკლისი არ მქონია. ერთად გავიზარდეთ და ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. გაოცებული ვარ, როგორ უყვართ დღესაც ერთმანეთი დედას და მამას. ის ნაპერწკალი დღემდე იგრძნობა მათ ურთიერთობაში.

ფუფუნებაში არასდროს გვიცხოვრია და ტყუილია, როდესაც ამბობენ, რომ დათო ტურაშვილი ყოველთვის კარგად ცხოვრობდა. თურმე ჩემს მშობლებს ერთხელ ისე გაუჭირდათ, ფული რომ ვერსად იშოვეს, უფიქრიათ იქნებ ზამთრის ტანსაცმელში გვაქვს რამე თანხა, ქურთუკის ჯიბეში სადმე ხომ არ დაგვრჩაო და ჯიბეების კი ამოუტრიალებიათ, სადაც 5 ლარი უნახავთ. ამ თანხით საჭმელი უყიდიათ”, – საუბრობს ანაკო ტურაშვილი.

ცნობისათვის, 19 მარტს გადაცემის „მე-17 სართული“ მსვლელობისას, რუბრიკაში „ტურიკას წიგნები“ დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ, მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ემოციურად გამოეხმაურა. გადაცემაში გამოსვლის შემდეგ დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

20 მარტს დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს.

„გულის შეტევას გადაურჩა“ – როგორია დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამავე თემაზე:

დათო ლიკლიკაძე: „აქ შეიძლება ჩვეულებრივად მოკლან ადამიანი. მოკლან აზრის გამოხატვისთვის… არ გამოხატვისთვისაც“ 

სოფო ჭყონია: ვინც ამ სიბინძურეს ემსახურებით, იმ რუსულ გემზე ადგილი რომ არ იქნება, სად აპირებთ ცხოვრებას? 

ხუხაშვილი: „ტურაშვილის ისტორიის შემდეგ „სატროლეთი“ ძალიან რბილი სახელია – „ტერარიუმი“ და მისი ბინადრები ზედგამოჭრილია“

„დათო ტურაშვილი არის ოქრო ადამიანი – ისტორიას დარჩება მისი სახელი, მტრები კი არავის ემახსოვრება“ – ლადო აფხაზავა 

„გულს ვერ გაუფრთხილდება, რადგან თქვენ არ უფრთხილდებდით ამ ქვეყანას – გაფრთხილების მოწოდება და იმავდროულად ბოტების დაგეშვა კაცის მიმართ, რომელსაც აუგს ბოტზეც კი ვერ დააცდენინებ, ერთი ღილაკით არ გამოდის… ან ხარ სიმართლის მხარეს, ან არ ხარ“ – ლაშა ბუღაძე 

ნათია ფანჯიკიძე: ჩემს ორ უძვირფასეს მეგობარს განსაკუთრებით ერჩის სახელმწიფო მანქანა – მწერლებზე შეტევა ახალი მოვლენა არაა, ქვეყნის ისტორია სავსეა დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით… მრავალი წელია „კაგებე“ ცდილობს მოსპოს ასეთი ხალხი, რომ ვეღარავინ გამოარჩიოს სადაა სიყვარული და სად სიბნელე

„ჩემი მხარდაჭერა დათო ტურაშვილს, დათო გორგილაძეს, გიორგი კეკელიძეს! ეს ის ხალხია, ვინც სინათლეს აფრქვევს და ავრცელებს – მაინც ვერაფერს დააკლებთ!“: ბუკა პეტრიაშვილი

გიორგი კეკელიძე: წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე

„სერიოზულად და უკანასკნელად დავწერ ამ საკითხზე: სტიპენდიის მინიჭება, გმირობის მინიჭება არ არის” – გიორგი კეკელიძე

წილოსანი: „გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკტოკზე ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები