LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქული მედია აქვეყნებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ აკავებენ სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილ ქალს

96
Untitled design (2)

თურქული მედია აქვეყნებს კადრებს, რომელიც, სავარაუდოდ, სტამბოლის აფეთქებაში ეჭვმიტანილის დაკავებას ასახავს. სამართალდამცველებმა ქალი დააკავეს.

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დააკავეს „ადამიანი, რომელმაც ბომბი ისტიკლალის ქუჩაზე დატოვა“. მისივე განცხადებით, წინასწარი შეფასებით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბ-ბინა აქვთ. სულეიმან სოილუს განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს თავის მტკიცე და კანონიერ ომს ტერორის წინააღმდეგ.

ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 81 დაიჭრა.

„სტამბოლში, გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა“ – გავრცელებული ინფორმაციით, თავი სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა

„შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით” – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები