ძალადობის შემდგომი გაღვივების რისკის გამო სოციალურმა ქსელმა, „ტვიტერმა“ აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიკრობლოგის პირადი გვერდი სამუდამოდ დაუბლოკა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ტრამპის ანგარიშის ბოლოდროინდელი ტვიტებია.
“ყურადღებით შევისწავლეთ, თუ როგორ აღიქმება და ინტერპრეტირდება ისინი „ტვიტერსა„ და მის გარეთ, ჩვენ სამუდამოდ შევუჩერეთ ანგარიში ძალადობის შემდგომი გაღვივების რისკის გამო“, – ნათქვამია „ტვიტერის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.
მისი ფსიქიკური მდგომარეობა საყურადღებოა: აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა ტრამპის გადაყენებას ითხოვს
ცნობისთვის, მანამდე, დონალდ ტრამპს საკუთარ ანგარიშზე წვდომა განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ.
დონალდ ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება