LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავი უკვე თბილისშია: აშშ-სა და საქართველოს შორის თავიდან კვირაში 2 რეისი შესრულდება

26667
Passengers, some wearing masks and protective gear, queue for their flight at Terminal 1 of John F. Kennedy Airport (JFK) amid the novel coronavirus pandemic on May 13, 2020 in Queens, New York. (Photo by Johannes EISELE / AFP) (Photo by JOHANNES EISELE/AFP via Getty Images)

თვითმფრინავი უკვე თბილისშია, მზადება აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე შემდეგ ეტაპზე გადადის.

როგორც ცნობილია, ქვეყნებს შორის ფრენას კომპანია „ეარ ჯორჯია” შეასრულებს, რომლის დამფუძნებელმა გიორგი კოდუამაც „ბიზნეს ფორმულასთან“ ავიამიმოსვლის დაწყების დეტალებზე ისაუბრა.

„3 წელზე მეტია „ეარ ჯორჯია“ ამ პროექტზე მუშაობს. ეს ადვილი დასაწყები არ არის. ამ პროექტისთვის შესაბამისი ფლოტი იყო საჭირო. სიღრმისეულად ვიმუშავეთ და უკვე 3 თვეა თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დგას“, – აღნიშნა „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა „ბიზნეს ფორმულასთან“. გიორგი კოდუას განცხადებითვე, პირველ წელს კვირაში ორი რეისის შესრულება იგეგმება.

საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების სავარაუდო თარიღი დასახელდა

როგორც „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელი განმარტავს, ფრენების დასაწყებად, როგორც ავიაკომპანიას, ისე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თბილისის აეროპორტს, აკრედიტაციის გავლა სჭირდება და ახლა შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, წინა კვირას საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების სავარაუდო თარიღიც დასახელდა. როგორც საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ირაკლი ბაიდაშვილმა განაცხადა, აშშ-სა და საქართველოს შორის პირველი საცდელი ფრენა, შესაძლოა, 2022 წლის ბოლოს, ან 2023 წლის დასაწყისში შესრულდეს. მისი თქმით, ავიარეისების დანიშვნა, საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ამერიკელი ტურისტების რაოდენობას გაზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები