,,ნიუ ჰოსპიტალსის” პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის ხელმძღვანელი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში სიტუაცია უკვე უმართავია.
“176%-ით გამარჯვებულები არჩრვნებში და 4008 დადასტურებული კოვიდის შემთხვევა 24 საათში,რომელიც 3 ზე უნდა გამრავლდეს რეალურად!!! ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემა!!! უმართავი სიტუაცია!!!გათენებული ღამე ადამიანთა დახმარებაში,უმძიმესი პაციენტების მართვა ბინაზე, კლინიკებში უადგილობის გამო!!! ყველაფერს ვერ ჩამოთლი!!! რას ვზეიმობთ??? სასაცილოა რეალურად ღაპაღუპით რომ არ ჩამომდიოდეს ცრემლები😢😢 დაღლილობით და ადამიანთა ტკივილის გათავისებით 🤦🏼♀️🤦🏼♀️🤦🏼♀️და ამ დღეში და უარესშია ჩემი ყველა კოლეგა,რომლებიც ლოჯისტიკის მოშლის გამო, თვითონ კოვიდინფიცირებულები უვლიან პაციენტებს და ფაფასაც კი უხარშავენ საკუთარი ხელით!!! მადლობა კოლეგებო! თეთრხალათიანებო! თქვენ ხართ გმირები❤❤ ვიღაცეები კი ზეიმობენ!!!გიხაროდენ, ბედნიერი ერი ვართ!!!- წერს ინგა მამუჩიშვილი.