LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ სააკაშვილი საქართველოსთან კონსულტაციების გარეშე დანიშნა – ზურაბიშვილი

223
181130-nemtsova-georgia-tease-sxmymr

„ეს არ ყოფილა ფრთხილად გააზრებული გადაწყვეტილება, ის მიიღეს კონსულტაციების გარეშე, გაფრთხილების გარეშე, უბრალო შეტყობინების გარეშეც კი,”- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში უკრაინაში სააკაშვილის დანიშვნას.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, გადაწყვეტილებამ „საქართველოსა და უკრაინას შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები გაართულა.”

მიუხედავად ამისა, საქართველოს არ სურს სიტუაციის გართულება, რადგან საქართველოს და უკრაინას ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აკავშირებთ“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს. ამის გამო საქართველოს ხელისუფლებამ, უკრაინის ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციების მიზნით თბილისში გამოიძახა.

სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო, უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში უხმობენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები