LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი: ვიდრე უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია, დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე

110
დავით უსუფაშვილი

“ლელოს” წევრი დავით უსუფაშვილი საქართველოსთან დაკავშირებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და აცხადებს, რომ ვიდრე უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ნახავენ, შეუძლებელია ამის დაჯერება.

ფინანსთა სამინისტრო: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი და პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს

როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ეს ძალიან სერიოზული საკითხია და არ სჯერა, რომ საქართველოში ვინმე ასეთი საქმიანობით არის დაკავებული, ან ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლია:

“ვიდრე უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია, დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე და ასე შემდეგ. ეს ძალიან სერიოზული საკითხია.

მინდა, ყველას ვთხოვო, ეს იქნება საკუთარი მთავრობა, თუ მეგობარი უკრაინის მთავრობა, ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და ისედაც რთულ ვითარებაში,  დამატებითი თემებით ვითარებას ნუ დავძაბავთ. არ მჯერა, რომ საქართველოში ვინმე ასეთი საქმიანობით არის დაკავებული ან ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლია. ვისურვებდი, მალე ან მტკიცებულება დაიდოს, ან უარყოფითი იყოს ეს ინფორმაცია.

უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს ინდივიდების და მთავრობების მიმართაც. ვინც ბრალი წამოაყენა, მან უნდა დაამტკიცოს ეს ბრალი. ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ თქვას, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია და ეს არ იციან, კიდევ როგორ უნდა დამტკიცდეს? ასეთ ვითარებაში მტკიცების ტვირთია იმ მხარეს, ვინც ამას ამბობს, მაგრამ მინდა, ვისურვო, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება და სამუშაო რეჟიმში გადავალთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთი ფაქტები შეუმჩნევლად არ ხდება:

“ასეთი რამეები შეუმჩნევლად არ ხდება, ვერ ხდება, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ყველაზე მძლავრი სადაზვერვო სამსახურები ჩვენს რეგიონს აკვირდებიან. ასეთ დროს მსგავსი მოვლენა ძალიან თეორიის, ფანტასტიკის სფეროა”, – თქვა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია:

“სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკური ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში”, – განაცხადეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოში.

აღნიშნულ საკითხზე გამოხმაურებებს წაიკითხავთ აქ:

გიორგი მშვენიერაძე: საქართველოს შესახებ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელი არ არის

საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე – რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას გასცენ ბრძანებები, სპეცსამსახურებმა თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე?: უკრაინის ვიცე-პრემიერი

ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი დაეთანხმება ამაზრზენ ბრალდებას სამშობლოს წინააღმდეგ: მდინარაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ამ ტიპის დეზინფორმაცია სრულიად მიუღებელია – პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა: კახა კალაძე

ხვიჩია: თუ საქართველო კონტრაბანდული დერეფანი გახდა, ეს არ დაიმალება, გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g