ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “ჩათის” წამყვანმა, მარიამ გულედანმა, რომელიც მომღერალ აჩიკო გულედანის ქალიშვილი გახლავთ, ისაუბრა იმის შესახებ, რას ნიშნავს მისი თაობისთვის თავისუფლება და ქვეყნის სიყვარული.
მარიამ გულედანი:
“ახალი თაობისაა მაინც ყველაფერი. ჩვენ ხომ თავისუფლებაში დავიბადეთ, თავისუფლები დავიბადეთ და არ შევეგუებით იმას, რომ ვინმემ ის წაგვართვას. ომი რომ დაიწყოს, მეც გავალ და დავდგები ფრონტის ხაზზე, რაც შემიძლია, გავაკეთო, ესაა. თუ სიკვდილმა მომიწია, რომ თავისუფლება შევინარჩუნო, მზად ვარ, რომ მოვკვდე. ბევრმა თავისი სიცოცხლე შეაგდო ზღვარზე ან დათმო ცხოვრება იმის გამო, რომ ჩვენ აქ დავსხდეთ და გაზეთები ვიკითხოთ? არა, ხომ? რაღაც ფასი ხომ აქვს მათ სიცოცხლეს? თუ შეეცდები, რაღაც გააკეთო, შანსი გვაქვს…”