LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „განშორების პერიოდში, ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა გია უსაფრთხოდ სახლში…არასდროს მიფიქრია, რომ არ ვუყვარვარ” – თამრიკო ჭოხონელიძე

2624
BeFunky-collage - 2023-03-16T001642.849

თამრიკო ჭოხონელიძე ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, სადაც პირადი ცხოვრებისა და განვლილი სირთულეების შესახებ საუბრობს.

„გეკარგება ეგო და საკუთარ თავს პატივს აღარ სცემ. დავკარგე საკუთარი თავი და ხშირად მომიწია ამისი თქმა, დავკარგე ქალი. ქალი გამექცა. ეს ყველაზე რთულია. ყველაფერი გვერდზე გადის ამ დროს. ვგრძნობდი, რამდენად ეჭვის თვალით ვუყურებდი ყველაფერს.

ჩემი თავი ვერ ავიტანე, ასე ცხოვრება არ შემიძლია. შენი თავის რწმენას კარგავ. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს ქალი მომებრუნებინა. სარკეში ჩავიხედე ერთ დღეს და ვეღარ ვიტანდი საკუთარ თავს.

შევეცადე ჩემი თავისთვის მეთქვა, რომ მე ასეთი გაბოროტებული და ეჭვიანი არ ვარ. არასდროს მიფიქრია, რომ გიას არ ვუყვარვარ. ვამართლებდი იმით, რომ ჩემს თავში ვეძებდი პრობლემას. ურთიერთობა გავაგრძელეთ და ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. ვფიქრობ, რომ გიას სახით საუკეთესო მეგობარი მყავს, თუმცა გული მწყდება იმ ხუთ წელზე. ახლა ვხვდები, რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანია.

განშორების პერიოდში, ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა გია უსაფრთხოდ სახლში. ასეთი ჩვევა მაქვს, ყველა ოჯახის წევრზე გადამეტებულად ვზრუნავ. უნდა ვიცოდე სად არიან, როგორ არიან”, – საუბრობს თამრიკო ჭოხონელიძე.

ვიდეო: „როგორი ძლიერია მათი გენი“ – მარიამ როინიშვილისა და ელენე მახარაძის შთამბეჭდავი დუეტი

მარიამ როინიშვილის შესრულება ქუთაისში ,,ჩვენი კვარტეტის” წევრთან ერთად – ვიდეოს ათასობით ადამიანი იწონებს

თამრიკო ჭოხონელიძე: „ამ ორი-სამი წლის განმავლობაში, როცა ლამის სიკვდილს ჩავხედე თვალებში, დავინახე ჩემი ამქვეყნად მოსვლის მნიშვნელობა“

ვიდეო: “ჩემი გადაცემისთვის ხართ ერთად თუ, მართლა ერთად ხარ?” – თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი სტუმრად “მხოლოდ ლელასთან”

ვინ ემუქრებოდა თამრიკო ჭოხონელიძეს: „ძალიან შევშინდი და ძალადობის მსხვერპლი ვხდებოდი…“

რატომ აღმოჩნდა თამრიკო ჭოხონელიძე 11-ჯერ ტრავმატოლოგიურში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g