LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს საახალწლო სიმღერა, რომელიც შეიძლება, დავიწყებული გქონდეთ

421
irakliketato

ქეთათო ჩარკვიანმა არქივში ირაკლი ჩარკვიანთან ერთად საახალწლო გამოსვლის ვიდეო იპოვა და გამოაქვეყნა. ეს სიმღერა ბევრ ჩვენგანს გაახსენდა ერთ-ერთი ძველი საახალწლო გადაცემიდან.

ქეთათო წერს:

“წელს” ჩემი საყვარელი საახალწლო სიმღერაა, რომელიც 2002 წელს ჩავწერეთ.

ვიდეო “მაესტროს” 2004 წლის საახალწლო გადაცემიდანაა. სამწუხაროდ,  იმ დროს ლაივის სატელევიზიო გახმოვანება სირთულეებთან იყო დაკავშირებული და როგორც მეტწილად საახალწლო გადაცემების ჩაწერებზე ხდებოდა, ფონოგრამაზე მოგვიწია პირის გაღება, თან უნდა გვეხტუნავა, რომ არ გავყინულიყავით ?

TV Imedi მე მგონი, დაარქივებული უნდა გქონდეთ 2016 წელს ქარვასლაში გადაღებული თქვენი საახალწლო გადაცემა, სადაც ამ სიმღერის ახალი არანჟირებაა ჩაწერილი და ვოკალიც ლაივშია დადებული. კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებთ, ან ჩემი გამოსვლის ასლს მომცემთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები