LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ხმა, ბუნებრივი არტისტიზმი, ემოცია, მუსიკის სიყვარული – ყველაფერია ამ პატარა ბიჭში“: ნიკოლოზ ხარატის 7 ბრწყინვალე შესრულება, რომელიც სუნქთვას შეგიკრავთ

3040
fot

მომღერალი ნიკოლოზ ხარატი მთელმა საქართველომ შეიყვარა.

ნიკოლოზი პროექტ „რანანას“ ნამდვილი აღმოჩენაა. პატარა ბიჭუნა დღემდე აოცებს მსმენელს და მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.

„ფორტუნა“ მუდმივად წერს პატარა მომღერალზე და გიზიარებთ მის ყველა შესანიშნავ გამოსვლას.

ამჯერადაც, შევეცადეთ ნიკოლოზის რამდენიმე საოცარი შესრულება შეგვეკრიბა და ჩვენი მკითხველისთვის გაგვეზიარებინა.

გასაოცარი იყო ნიკოლოზ ხარატისა და ზვიად ბოლქვაძის დუეტი.

მუსიკოსებმა „აჭარული“ შეასრულეს და მსმენელი აღაფრთოვანეს.

„ხმა, ბუნებრივი არტისტიზმი, ემოცია და მუსიკის სიყვარული. ყველაფერია ამ პატარა ბიჭში“

„სიგიჟემდე მივყავარ ამ შესრულებას, სიტყვებიც კი ზედმეტია, ღმერთო ამრავლე ასეთი შვილები ჩვენი ქვეყნისთვის, ბატონო ზვიად თქვენს ნიჭიერებას საზღვარი არ გააჩნია,“ – აღნიშნავს მსმენელი.

ვიდეო: „შეუდარებელი დუეტი” – ნიკოლოზ ხარატისა და ზვიად ბოლქვაძის საოცრად შესრულებული „აჭარული”

 

უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა ნიკოლოზ ხარატის, ოთო ბაზერაშვილისა და ანრი ჯოხაძის შესრულებას.

ანრიმ პატარა მომღერლებთან ერთად ტრიოში „საქართველოს მანანებო“ შეასრულა და მთელი საქართველო აღაფრთოვანა.

„სიტყვები არ მყოფნის, რა სიამოვნება მოგვანიჭეთ. იხარეთ, იმრავლეთ ასეთი საამაყო მომავალი გვყავს“

„გენაცვალეთ რა მაგრები ხართ, იხაროს ქართველმა გენმა“ – წერს მსმენელი.

ვიდეო: „ემოციების ზღვა და ფეხზე წამომდგარი დარბაზი” – ანრი ჯოხაძის, ნიკოლოზ ხარატისა და ოთო ბაზერაშვილის შესანიშნავად შესრულებული „საქართველოს მანანებო”

 

საოცრად ემოციური იყო ნიკოლოზ ხარატის ნამღერი „რანინას“ ფინალურ შოუზე.

ნიკოლოზმა „შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი“ იმღერა და მსმენელისგან უამრავი კომპლიმენტი მიიღო.

„ნიკოლოზის ხმა ეს არის საოცრება“,

„შენს ნიჭიერებას, ხმას, სმენას და გულს ვენაცვალე“ – აღნიშნავს მსმენელი.

 

 

მსმენელმა აღფრთოვანება გამოხატა ასევე ნიკოლოზ ხარატისა და დათუნა კერესელიძის დუეტზე.

ბიჭებმა „სატრფიალო“ შეასრულეს და საზოგადოება გააოცეს.

„ასეთი საქართველო მინდა❤ესენი რომ მაგარი ბიჭები დაიზრდებიან ზუსტად ვიცი“

„თქვენი ყურება და მოსმენა მსურს სულ“ – წერს მსმენელი.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი გარდა სიმღერისა, არაჩვეულებრივად უკრავს.

ნიკოლოზმა „ფოთლები რომ ჩურჩულებენ“ გადაცემა „მუსიკის 12 მოციქული“ფარგლებში შეასრულა და ყველა აღაფრთოვანა.

„შენ მე მგონი შეყვარებულიც ხარ,“ – ასე მიმართა გადაცემის წამყვანმა, დათო ევგენიძემ პატარა ბიჭუნას.

 

საოცარი იყო ასევე ნიკოლოზ ხარატისა და ჯგუფის The Quintessence კოლაბორაცია.

მათ Kanach u karmir terevy, Ninem Ninem / Tonakan Par ერთობლივად იმღერეს.

„სასწაულად არტისტულია, სცენისთვისაა შექმნილი“

„შემოგევლე,რამდენ სიხრულს გვჩუქნი ამ გაჭირვებულ დროში. ღმერთმა დაგლოცოს და გვიმრავლოს შენისთანები. თქვენ გადაარჩენთ ქვეყანას.???ბებო ქეთევანი დიდი სიყვარულით“ – ასეთი კომპლიმენტები მიიღო ნიკოლოზმა აღნიშნული შესრულებისას.

 

არ შეიძლება არ გავიხსენოთ, ნიკოლოზ ხარატისა და ოთო ბაზერაშვილის ცნობილი დუეტი.

ბიჭებმა „საქართველოს მანანებო“ შეასრულეს და თავიანთ მასწავლებელს, მანანა მორჩილაძეს მიუღძვნეს. მათმა ნამღერმა როგორც მანანა, ისე მსმენელი აღაფრთოვანა.

„ქართული გენის ზეიმია!“

„ნაღდი კაცების ნამღერი!!!“ – აღნიშნავს მსმენელი.

 

 

ვიდეო: „სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, მანამდე უკვე ვღიღინებდი” – ნიკოლოზ ხარატი

ვიდეო: „საქართველოს განძი და ბრილიანტი ხარ” – ნიკოლოზ ხარატისა და ცოტნე გელოვანის საოცრად ნამღერი „საზამთროს სიმღერა”

ვიდეო: ნიკოლოზ ხარატი ნატო გელაშვილის „თეთრ კლავიშებს“ ჯადოსნურად ასრულებს

ვიდეო: „ემოციების ზღვა და ფეხზე წამომდგარი დარბაზი” – ანრი ჯოხაძის, ნიკოლოზ ხარატისა და ოთო ბაზერაშვილის შესანიშნავად შესრულებული „საქართველოს მანანებო”

ნიკოლოზ ხარატი იუბილარია – როგორ ულოცავს დაბადების დღეს პედაგოგი, დათო არჩვაძე: „ჩემს აღმოჩენას და მუსიკალურ აღმაფრენას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები