LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მევლუდ მელაძე კალაძეს: გთხოვ, შეცვალე ყველა ის ხალხი ვინც დედაქალაქის გზებს აპროექტებს, თორემ ჩიხში შეგიყვანენ შენც და ყველა ჩვენთაგანს.. გზაჯვარედინი, რომელიც ფილარმონიასთან კეთდება, სრული კატასტროფა იქნება

861
Untitled design - 2022-11-16T182802.558

ტრანსპორტის საკითხების ექსპერტი, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე მელიქიშვილის გამზირზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ „ფილარმონიის გზაჯვარედინი უვიცობის დემონსტირების ახალი პლატფორმაა“.

მევლუდ მელაძე დედაქალაქის მერს მიმართავს:

„გთხოვ, შეცვალე ყველა ის ხალხი ვინც დედაქალაქის გზებს აპროექტებს, თორემ ჩიხში შეგიყვანენ შენც და ყველა ჩვენთაგანს“. – წერს მელაძე.

„სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ ფინიში არ არის, ბოლოს აბსოლუტური გაუვალობისკენ მივალთ“– რატომაა საცობების პიკი დედაქალაქში

„გზაჯვარედინი, რომელიც ფილარმონიასთან კეთდება, სრული კატასტროფა იქნება.

გამტარუნარიანობა ძალიან დაბალი ექნება და საცობები ისედაც ბევრი გვაქვს ამ ქალაქში და უფრო გაჭედავს ამ მონაკვეთს,

მელიქიშვილიდან მომავალ ნაკადს თავიდან ბოლომდე გაჭედავს ერთ ადგილზე.

ახლა მე სქროლით ვარ, რადგან სხვა ტრანსპორტით აქ გადაადგილება შეუძლებელია. თუმცა ესზეც პრობლემაა.

ფილარმონიასთან ორი ზოლი იქნება, ერთი ავტობუსის და ეს ბევრ პრობლემას. შექმნის.

შემდეგ, ფილარმონიდან რამდენიმე მეტრში შუქნიშანი იქნება, რაც ძალიან დიდ პრობლემას შექმნის, ზემოდან მომავალი ნაკადი არ უნდა ჩერდებოდეს. სულ უნდა მოძრაობდეს“. – ამბობს მევლუდ მელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები