LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნიკოლოზ ხარატისა და „კაი ამბავის“ აჭარული, რომელიც სოციალურ ქსელების ჰიტი გახდა და 8500-მა ადამიანმა გააზიარა

2257
ნიკოლოზ-ხარატი

„რანინას“ ნახევარფინალურმა ტურმა „პირველ არხზე“ არნახული პოპულარობა მოიპოვა სოციალურ ქსელებში.

ერთ-ერთი ნახევარფინალისტის, ახლა კი უკვე ფინალისტის, ნიკოლოზ ხარატისა და ჯგუფ „კაი ამბავის“ ერთობლივმა შესრულებამ ამ დრომდე „ფეისბუქზე“ 8500 გაზიარება მოაგროვა, რაც შეიძლება ითქვას, ერთგვარი რეკორდიც კია.

ნიკოლოზმა ზვიად ბოლქვაძის მიერ დაწერილი „აჭარული“ კომპოზიტორთან და „კაი ამბავის“, ახლად დაარსებული მუსიკალური პროექტის წევრებთან ერთად შეასრულა და „რანინას“ ჟიურის წევრები სრულად აღფრთოვანებული დატოვა.

ნიკოლოზ ხარატი პოპულარული სოციალური ქსელებიდან გახდა, ეს პირველი პროფესიონალური კონკურსია, სადაც გასაოცარი არტისტიზმის მქონე ბიჭუნა მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g