LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნინი გოგიჩაიშვილი: „ვერ ვიტყვი, რომ გოგიჩა მე და ნანუკას უფრო დიდ სიყვარულს ჩუქნიდა, ვიდრე ბავშვებს…“

435
nanuka da nini

ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილებმა გიორგი გოგიჩაიშვილის შესახებ „პროფილში“ ისაუბრა, რომელიც „ბასტი-ბუბუს“ ეძღვნებოდა.

ნინი:

არანაირი განსხვავება არ იყო და მგონია, რომ მასში იმდენად დიდი სიყვარული იყო, რომ ვერ ვიტყვი, რომ მე და ნანუკას უფრო დიდ სიყვარულს ჩუქნიდა, ვიდრე ბავშვებს. ისე უყვარდა და ისეთი სითბოთი იყო განწყობილი, როგორც ჩვენ მიმართ. ძაღლსაც კი, გოგო არისო, ყვავილებს ჩუქნიდა, ჩვენთვის და დედასთვის რომ მოჰქონდა.

როგორ ემზადებოდა გოგიჩობისთვის?

ნანუკა:

სახლში რომ მოდიოდა ჩაწერის შემდეგ, მოქჰოდან წითელი ღილი, ბაფთა, პატარები რასაც ატანდნენ ხოლმე საჩუქრად. ჩვენი უჯრები სავსეა პატარა მეგობრებისგან ნაჩუქარი ნივთებით.

არ ეჭვიანობდით?

ნინი:

სხვათა შორის, არა. მამა ხომ დაკავებული იყო, მაგრამ ნათიას საერთოდ ვერ ვხედავდით, მთელი ცხოვრება ისეთი სამსახური ჰქონდა. ჩვენთან იყვნენ ბებია-ბაბუა, მაგრამ არა ნათია.

ნანუკა:

გოგიჩა ხუმრობდა ხოლმე, ნათია დღესაც არა რის სახლში და ისევვ მე ვარ დედაო…

ნანუკა ამავე გადაცემაში ჰყვება, როგორ აინტერესებდა ყველას, მიჰქონდა თუ არა ბურბუშელები გადაცემიდან გოგიჩას სახლში და როგორც აღნიშნავს, ეს ბურბუშელები მათთან სახლში ვერ ხვდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები