LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ფინალში ცნობილ მომღერალთან ერთად იმღერებს – ნუცას პირველი კომენტარი პროექტის დატოვების შემდეგ

898
Untitled design (2)

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის დატოვების შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ამით არაფერი დასრულებულა, რადგან პროექტის 12 საუკეთესო კონკურსანტს შორის ყოფნა მისთვის უკვე გამარჯვებაა.

ვიდეო: „შენ ხარ ვარსკვლავი“ – როგორ შეაფასა American Idol-ის ჟიურიმ ნუცა ბუზალაძის გამოსვლა

ნუცა მადლობას უხდის ყველას, განსაკუთრებით ქართველ ემიგრანტებს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.

როგორც ქართველი მომღერალი ვიდეომიმართვისას აღნიშნავს, პროექტის ფინალში 12 მონაწილიდან ყველა შემსრულებელი, ცნობილ მომღერალთან ერთად იმღერებს.

American Idol-ის ფინალი 25 მაისს გაიმართება.

ვიდეო: ნუცა ბუზალაძემ American Idol-ის სცენაზე ცეცხლი დაანთო – ქართველმა მომღერალმა QUEEN-ის ცნობილი სიმღერა ბრწყინვალედ შეასრულა

„ძალიან ბევრი წერილი მივიღე და ზუსტად ვიცი, როგორ განიცდით… რადგან წინა ტურზე ჟიურიმ გადამარჩინა, იმიტომ შევარჩიე QUEEN-ის ცნობილი სიმღერა The show must go on. მინდოდა, რომ ჩემი მესიჯი დამეტოვებინა.

ჩამოვედი უცხო ქვეყნიდან და ვიყავი ტოპ-12 წევრს შორის, ეს ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვებაა. სულ არ ვგრძნობ, რომ ტოპ 10-ში, რადგან არ გადავედი ამით ყველაფერი მორჩა. საერთოდ არ მაქვს ასეთი განცდა, პირიქით, დილიდან ძალიან ბედნიერი ვარ.

მე ვფიქრობ, რომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან ის, რაც გავაკეთე, არავის გაუკეთებია American Idol-ის ისტორიაში. გული არაფერზე არ დაგწყდეთ. ყველა საქართველოში, ასევე ქართველი ემიგრანტები მინდა ძალიან დიდი სიყვარულით მოვიკითხო და მადლობა გადავუხადო.

ეს სიმღერა იმიტომ ვიმღერე, რომ დამეტოვებინა მესიჯი, რადგან ამერიკაში გამოვედი მეგაპროექტში, მაქვს გეგმები და არ ინერვიულოთ. ბოღმიანი ხალხის კომენტარებს ყურადღება არ მიაქციოთ და იცოდეთ, რომ ძალიან ბევრჯერ მნახავენ ტელეეკრანებზე, აუცილებლად.

ამით არაფერი დასრულებულა. რა თქმა უნდა, გულის წყვეტა არის, რადგან ზუსტად 5 თვე ამ ადამიანებთან ერთად ვცხოვრობდი, ყველას ძალიან კარგად ვიცნობ, რომლებიც პროექტზე მუშაობენ, ასევე მონაწილეები… ალბათ, ყველაზე მეტად ეს მომენატრება.

როდესაც გადადიხარ ტოპ12 მონაწილეს შორის, გიწვევენ ფინალში და გამღერებენ ძალიან ცნობილ მომღერალთან ერთად“, – აცხადებს ნუცა ბუზალაძე.

 

 

Posted by Nutsa Buzaladze on Sunday, 30 April 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები