„ამერიკის ვარსკვლავში“ დაუჯერებელი ამბები გრძელდება – ნუცა ბუზალაძე უკვე ტოპ-12-ეულშია და ის არც მეტი, არც ნაკლები, 12 საუკეთესო მომღერალს შორის ჟიურის წევრებმა მოახვედრეს. „ჩვენ ვგიჟდებით ნუცაზე“, ერთად იყვირეს კეტი პერიმ და ლიუკ ბრაიანმა.
ნუცამ „ამერიკის ვარსკვლავში“ მიუზიკლიდან „ოცნების გოგონები“ ძალიან რთულად შესასრულებელი სიმღერა ამოარჩია და ის შესანიშნავად შეასრულა. მას ჟიურის წევრები ფეხზე წამოუდგნენ, დარაბზი კი დიდხანს უკრავდა ტაშს.
სანამ ამ სიმღერას შეასრულებდა, „ამერიკის ვარსკვლავის“ წამყვანმა, ბრაიან სიქრესთმა მას რამდენიმე სიტყვით სათქმელად დრო მისცა.
ნუცამ აღნიშნა:
„პირველ რიგში, ძალიან მადლობელი ვარ, რომ აქ ვარ. ეს ჩემი ოცნების ახდენაა – უბრალოდ აქ ყოფნა. ფაქტი, რომ ამერიკამ მომცა ხმა, რომ ტოპოცეულში მოვხვედრილიყავი, უკვე ჩემი ოცნების ახდენაა, ამიტომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!..“