ნინი ქარსელაძე „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემას საკუთარი თავის მოვლის საშუალებებსა და საიდუმლოებებს უზიარებს.

„ვცდილობ, დილა წყლით დავიწყო, ვურევა ხან თაფლს, ხან ლიმონს, ამ უკანასკნელს ხშირად არა, რადგან არ არის კარგი კუჭისთვის. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით, ქალებისთვის.

ყველაზე რთული ჩემს ცხოვრებაში აღმოჩნდა სახის კანის მოვლა. 22 წლის ასაკში დამეწყო აკნე. ამ დაავადების მართვა არის შესაძლებელი. უნდა მიიღო პრობლემად. სახლის პირობებში ვამზადებ სახისთვის საწმენდს, თუმცა ის სპეციალურ აფთიაქშიც იყიდება. ვისაც აკნე გაწუხებთ, ამოიღეთ რძის პროდუქტები და მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.

პროფესიიდან გამომდინარე ხშირად გვიწევს გადაღებები, კონცერტები, ამიტომ ყოველთვის უნდა მქონდეს სახის კანი იდეალურად. ამ ნაზავს ვხმარობ ყოველდღე და შედეგი არის კარგი“.

მსგავსი თემები