LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან გუნდის ახალი სახეები – “ქართულმა ოცნებამ” პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია

151
137240813069617563155221587929291295983141o

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო 20 წევრითაა წარმოდგენილი. საბჭოში  მოხვდნენ, როგორც ახალი, ასევე, ძველი სახეები.

პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს წევრები დაასახელა და მათ წარმატებები უსურვა.

“ოცნების” ყრილობაზე ვასილ მაღლაფერიძე პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ და პოლიტსაბჭოს წევრად აირჩიეს

  1. კახა კალაძე
  2. ვასილ მაღლაფერიძე
  3. გიორგი გახარია
  4. არჩილ თალაკვაძე
  5. მაია ცქიტიშვილი
  6. გიორგი ვოლსკი
  7. ირაკლი ღარიბაშვილი
  8. თეა წულუკიანი
  9. მამუკა მდინარაძე
  10. კახა კუჭავა
  11. ვახტანგ გომელაური
  12. ეკატერინე ტიკარაძე
  13. ვანო მაჭავარიანი
  14. მაკა ბოჭორიშვილი
  15. შალვა პაპუაშვილი
  16. მარიამ ქვრივიშვილი
  17. ნიკოლოზ სამხარაძე
  18. სოზარ სუბარი
  19. დიმიტრი სამხარაძე
  20. თორნიკე რიჟვაძე.

“ქართული ოცნების” ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლა ძველი თავმჯდომარის მადლობით დაწიყო. მან ბიძინა ივანიშვილზე თქვა, რომ ქვეყნისთვის მშვიდობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარანტიაა.

კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა პირადად მისთვის 2014 წლიდან გამოცხადებული ნდობისთვის.

“ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით, მალდობით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას და ხალს მშვიდობა, თავსიუფლება და უსაფრთხოება მოუტანა. დღემდე ის იყო თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მშვიდობის მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის”. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ერთხმად დაამტკიცეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები