LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ დაუნგრია ცხოვრება გიორგი ნაზღაიძეს: „შევყავდი ოთახში და თვალს მახუჭინებდა, ვხედავდი ეკლესიას, სადაც სანთელს ვანთებდი… მასთან დადიან შოუბიზნესის წევრები და რიგები უდგას…“

242
გიორგი ნაზღაიძე

„ღამის პრაიმ ტაიმის“ წამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ ისაუბრა თავისი ცხოვრების მძიმე პერიოდზე, როდესაც ის დახმარებისთვის ერთ-ერთ ქალბატონთან მივიდა:

„ხრამში რომ უნდა გადავარდე და ერთი თითის მიდება რომ გინდა აღმოსაჩენად, ასეთ დროს ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა ერთ ქალბატონთან. ამ ამბავმა ცხოვრება უარესად დამინგრია. ამას დღემდე ვნანობ, გადის წლები და რამდენჯერაც ეკლესიაში შევდივარ, იმდენად ვეუბნები უფალს მადლობას და ბოდიშს.

ადამიანი, რომელთანაც მიმიყვანა მეგობარმა, გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა ჩემი პირადი რუკა, ჩაკრებით გაეწმინდა ჩემი თავი, შევყავდი ოთახში, სადაც მაწუჭინებდა თვალს, რთავდა მუსიკას, იყო საუბრები და რჩევები. ყოველი თვალის დახუჭვის დროს, ვხედავდი მთას, რომელზეც იდგა ჯვრის ეკლესია, შევდიოდი ეკლესიაში და ვანთებდი სანთელს. ქალბატონი მეუბნებოდა, რომ ეს იყო ძალიან კარგი. ყოველი ეს სეანსი მანგრევდა და მანგრევდა. ამას დაზიანებაც აღარ ჰქვია. არ ვიტყვი, ვინ არის, ძალიან ცნობილია, შოუბიზნესის ბევრ წევრთან ურთიერთობს, ბევრს აურია ცხოვრება. არ დავასახელებ მათ, ვინც ჩემს დღეში აღმოჩნდა. შველა არის უფლის სახლში. ეს ადამიანი, ალბათ, ნახავს ამ გადაცემას და მინდა მივმართო – სად არის შედეგი? წაქცეული ადამიანისგან აიღეთ ბოლო კაპიკები, მე ვარ სულელი, თორემ თქვენ ჭკვიანი ხართ. გვერდიდან ხალისობდით, როგორ უნგრევდით ადამიანს ცხოვრებას. მას რიგები უდგას დღესაც…“

გიორგი ნაზღაიძე: „ფინანსურად ისე მიჭირდა, სხვა გამოსავალი რომ არ მქონდა, მზად ვიყავი, საელჩოში მძღოლად დამეწყო მუშაობა…“

გიორგი ნაზღაიძე: „ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მარცხი არის ის, რომ თავის დროზე ამ ქვეყანაში დავრჩი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები