გიორგი ნაზღაიძე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება იმის შესახებ, თუ რა არის მისი აზრით, ყველაზე დიდი მარცხი საკუთარ ცხოვრებაში:
„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მარცხი არის ის, რომ თავის დროზე ამ ქვეყანაში დავრჩი და ყველაზე დიდი გამარჯვება ახლახან „პრაიმჰაუსში“ გამარჯვება და „რუსთავი 2“-ის თანამშრომლობაა…“
კითხვაზე, რას გააკეთებდა, ლატარიაში ბევრი ფული რომ მოეგო, ტელესახე ასე პასუხობს:
„პირველ რიგში, თანხის ნაწილით ჩემს ახლობლებს დავეხმარებოდი, მეორე ნაწილით ჩემს თავს მივხედავდი. ბევრი მიზანი მაქვს და მათ განვახორციელებდი. სამოგზაუროდ წავიდოდი. ჩემს შვილს დავიბრუნებდი უფრო მარტივად…“