LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვუყურებ თქვენს ფოტოს და სიამაყისგან ცრემლები მომდის“, „საქართველო ამაყობს თქვენით“ – მერაბ დვალიშვილისა და ნუცა ბუზალაძის ერთობლივი ფოტო

2062
fot (2)

მერაბ დვალიშვილი და ნუცა ბუზალაძე ერთმანეთს ამერიკაში შეხვდნენ.

საამაყო ქართველებმა საერთო ფოტო გადაიღეს და გულშემატკივარი გაახარეს.

მერაბმა ფოტო სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ნუცას საჯარო მადლობა გადაუხადა საქართველოს წარმოჩენისთვის.

„იპოვეს ერთმანეთი ამერიკაში. საქართველოს საამაყო შვილებო. ვუყურებ თქვენს ფოტოს და სიყვარულისა და სიამაყისგან ცრემლები მომდის”

„საქართველო ამაყობს თქვენით, გვიყვარხართ!“

„საამაყო ქართველებო“ – აღნიშნავენ კომენტარებში.

 

 

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი აშშ-ში გამართულ კონცერტს დაესწრო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის და ქართული დიასპორის დღეს მიეძღვნა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღო ნუცა ბუზალაძემ.

ვიდეო: „მთელი გულით მიყვარხართ“ – ნუცა ბუზალაძის აურაცხელი გულშემატკივარი და ემოციური კადრები აშშ-ში გამართული კონცერტიდან

ხვიჩა, ნუცა, მერაბი, ლაშა… – ქართველები, რომლებმაც ბოლო პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით გვასახელეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები