LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი ცოლების კლუბი – ლოლა და ლაკა წერეთლების მეგობრობის ამბავი

1054
lolawereteli201127

მერიკო კარტოზიას გადაცემაში “სიკეთე მარტივია” მომღერალ გიორგი წერეთელის ყოფილი მეუღლეები, ლაკა და ლოლა ერთად მივიდნენ. როგორც აღმოჩნდა, ისინი მეგობრობენ. როგორც მერიკომ აღნიშნა, ქალბატონებს საოცარი მეგობრობის ამბავი აკავშირებთ. თავად ტელეწამყვანმა ნახა ლოლას კონცერტზე მათ შორის სიყვარული და მეგობრობა, რომელმაც ააღელვა და ამიტომაც გადაწყვიტა მათი ერთად მიწვევა. აღსანიშნავია, რომ ლოლა წერეთელმა ლაკას დაბადების დღე სცენიდან მიულოცა და შემდეგ მათ ერთად იმღერეს…

ლოლა:

ზაფხულში ქობულეთში ვმუშაობდი. დამირეკა რატიმ, გიორგის და ლაკას შვილმა, დამირეკა და მითხრა, რომ უნდოდა ჩემი ნახვა. 9 წლის განმავლობაში ეს ბავშვი ჩემთან ერთადაც იზრდებოდა. ორი წელი არ მყავდა ნანახი. ჩემი დაბადების დღის მერე, წელს, ზაფხულში მოვიდა ჩემს სანახავად. რომ მოდიოდა, მითხრა, დედაჩემი მაღაზიებში დადის და შემდეგ მასთან ერთად წავალო. ვისხედით, ვსაუბრობდით, ვილაპარაკეთ, დადგა დრო და დედიკომ დაურეკა, წამოდიო.

ლაკა:

ისე აღმოჩნდა, რომ რატის როცა დავურეკე, პირდაპირ რესტორნის შესასვლელში ვიდექი. დავინახე ლოლა, შევედი და მივესალმე. მადლობა გადავუხადე იმისთვის, რაც 8 წლის განმავლობაში გააკეთა ჩემი შვილისთვის. რატის სიყვარულმა შეგვახედრა ერთმანეთს. ეს არ იყო დაგეგმილი.

ლოლა:
მე სულ ვამბობდი, რომ დიდი სიამოვნებით გავიცნობდი ლაკას.

ლაკა:
ლოლასთან შეხვედრა სასიამოვნო იყო. რატის ნაბიჯი იყო ძალიან დასაფასებელი. რვა წლის განმავლობაში უყვარდა ლოლა და არ უნდოდა ცივი ურთიერთობის დატოვება. ამიტომ უნდოდა შეხვედრა. მე ძალიან გამიხარდა. უბრალოდ, ლოლას არ ვიცნობდი. ივლისიდან აქტიურად ვურთიერთობთ. ფაქტობრივად, იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ლოლამ დაგვპატიჟა თავის საღამოზე. ერთი სფერო გვაერთიანებს და ძალიან დავმეგობრდით. ივენთმენეჯერი ვარ საკმაოდ ხანია და საინტერესო საღამოები მაქვს ჩატარებული. უკვე გაწერილი გვაქვს საერთო პროექტები. ბევრი მოწვევა გვაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან და ველოდებით საზღვრების გახსნას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ახალი პროექტი ბევრს მოეწონება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები