LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველდღე გვიკავშირდებიან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს – თენგიზ ცერცვაძე

794
BeFunky-collage (3)

„არ ვიცი რატომ გვაქვს თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. პირდაპირ ვამბობ, არც ერთი მოდელი არ ჯობია დღეს ჩვენსას. ჩვენგან იღებენ მაგალითებს,”- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძეს არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ წამყვანი ქვეყნები კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს.

ცერცვაძე: სულ 3-4-ჯერ იყვნენ სახლში... დანარჩენი იქ ცხოვრობენ"

"განსაკუთრებით მინდა გამოვყო ორი ქალბატონი. კლინიკური დირექტორი და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი.

“ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები. ზუგდიდში მყისიერი რეაგირება მოხდა. იტალიაში ან საფრანგეთში ასეთი შემთხვევა რომ მოხდა, იქ არავითარი რეაგირება არ ყოფილა და იმიტომ მოხდა ინფექციის გავრცელება.

ზუგდიდში ერთი ავადმყოფი დაფიქსირდა, მართალია კონტაქტი არ იყო, მაგრამ საჭირო ზომები მყისიერად განხორციელდა. შესაძლოა, საჭიროზე ოდნავ მეტიც კი და ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ბრმად არ მივყვებოდით ჯანმოს რეკომენდაციებს, ამან მეტწილად გადაგვარჩინა, იტალია კი გარკვეულწილად დაღუპა: ცერცვაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები