ლიზა ჩიჩუა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა, საზოგადოებას მადლობას უხდის.
ამის შესახებ ლიზა სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ თითოეული მოლოცვა მისთვის და ირაკლისთვის მნიშვნელოვანია.
“გვსურს, გამოვხატოთ უღრმესი მადლიერება ყოველი თქვენგანისადმი მოლოცვისათვის, საოცარი სითბოს, სიყვარულის, მრავალი კეთილი სურვილისა და სრულიად განსაკუთრებული განწყობის შექმნისათვის. ყოველი თქვენი მოლოცვა გვავსებს უსაზღვრო სიხარულითა და ხალისით, ყოველი თქვენი სიტყვა სტიმულის მომცემი და საოცრად ამაღელვებელია ჩვენთვის, რისთვისაც გადაგიხდით უღრმეს მადლობას. უპირობოდ გვიყვარხართ!” – წერს ლიზა ჩიჩუა.
ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ თაფლობის თვიდან პირველი ფოტო და ვიდეო გაგვიზიარეს
“ასე იგეგმებოდა” – რატომ სტუმრობდნენ ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ქორწილამდე ელდარ შენგელაიას?
კულმინაცია ქორწილიდან: ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ გრანდიოზული ტორტი გაჭრეს