LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს” – ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა

76
ირაკლი ღარიბაშვილი 23

5 წელი ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის გამოცხადებიდან – საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, 2017 წლის 28 მარტიდან შეუძლიათ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა.

ამ დღის მილოცვით დაიწყო პრემიერმა დღევანდელი მთავრობის სხდომა. მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც წვლილი შეიტანეს ამ შედეგის მიღწევაში.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა. 

„დღეს არის 5 წლისთავი მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ამიტომ, ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ – მთელმა მთავრობამ ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ..

აქვე, მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ 2013 წელს, მაშინ, როცა გადმოგვეცა უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა. მაშინ ძალიან ინტენსიური მუშაობა გასწია მთავრობამ და 2015 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დამაკმაყოფილებლად ჩათვალა აღნიშნული სამუშაოები და ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ წელიწადში, სავიზო რეჟიმი მოიხსნა და ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები