LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში, აჭარასა და იმერეთშია: COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით

122
BeFunky-collage

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლენილი 1 709 ახალი შემთხვევეიდან 445 დედაქალაქში, 437 აჭარაში, 388 კი იმერეთში დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სამი რეგიონი კვლავ ცხელ წერტილად რჩება, თუმცა დღიური შემთხვევების მიხედვით კლების დინამიკა შეინიშნება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

დადასტურებული შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისში  445,
  • აჭარაში  437,
  • იმერეთში  388,
  • ქვემო ქართლში  32, შიდა ქართლში  125,
  • გურიაში  35,
  • სამეგრელოსა და ზემო სვანეთში  151,
  • კახეთში  40,
  • მცხეთა-მთიანეთში  12,
  • სამცხე-ჯავახეთში  44,
  • ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 709 ადამიანი დაინფიცირდა

“გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 075 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 16 904-მდე გაიზარდა“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყანაში აქტიური შემთხვევა არის 18 364, აქედან 511 მძიმე პაციენტად ითვლება. მეზვრიშვილის განმარტებით,  11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად.

კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა, 2 075 გამოჯანმრთელდა

“4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 106, აჭარაში – 696. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში – 255, აჭარაში – 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი – მათ შორის, თბილისში – 70, აჭარაში – 29.

2 346 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 826 – აჭარაში, ხოლო 1 234 – თბილისში. 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 324 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 683, აჭარაში-1 649. სულ 6-28 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 9 728 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი, საიდანაც თბილისში – 3 764 პირი, აჭარაში – 11 190, იმერეთში – 4 024” –  განაცხადა მეზვრიშვილმა.

პოპულალურები