LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა თელია: “მხოლოდ ერთხელ ჩატარებული სოლარიუმის სეანსი ზრდის კანის კიბოს, კერძოდ მელანომის რისკს 20%-ით და კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს განვითარების რისკს 67%-ით”

8308
zazatelia202125-2021-01-15_10-28-31_070126

“მხოლოდ ერთხელ ჩატარებული სოლარიუმის სეანსი ზრდის კანის კიბოს, კერძოდ მელანომის რისკს 20%-ით, კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს განვითარების რისკს 67%-ით, ბაზალურუჯრედოვანი კიბოს განვითარების რისკს 29%-ით,” – ამის შესახებ დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს და რეკომენდაციებს გასცემს.

როგორც თელია აღნიშნავს, არასდროს არ არის გვიან სოლარიუმზე უარი თქმა, რადგან ორგანიზმს აქვს უნარი დაიწყოს აღდგენა ულტრაიისფერი სხივებით მიყენებული დაზიანებების გამოსასწორებლად.

სოლარიუმი და ჯანმრთელობის რისკები

♨️ არსებობს ხშირი სპეკულაცია რომ სოლარიუმი უსაფრთხოა, ასევე რომ ის ხელს უწყობს D ვიტამინის გამომუშავებას
? სამეცნიერო მტკიცებულებების სწრაფი მიმოხილვა

სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები 10-ჯერ აღემატება მზის პიკურ პერიოდში არსებულ ბუნებრივ ულტრაიისფერ სხივებს სიძლიერით.

არ არსებობს უსფართხო გარუჯვის ცნება მედიცინაში.

მხოლოდ ერთხელ ჩატარებული სოლარიუმის სეანსი ზრდის კანის კიბოს, კერძოდ მელანომის რისკს 20%-ით, კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს განვითარების რისკს 67%-ით, ბაზალურუჯრედოვანი კიბოს განვითარების რისკს 29%-ით.

სამეცნიერი მტკიცებულებით რისკები იმ

დენად დრამატულად მატულობს რომ რიგ ქვეყნებში გარუჯვის მიზნით სოლარიუმის გამოყენება აკრძალულია.
აშშ-ში FDA-ის რეგულაციით ყველა აპარატზე გამოკრულია ე.წ Warning Label

? სოლარიუმი არ არის უფრო უსაფრთხო ვიდრე მზის ულტრაიისფერი სხივები

გამოკითხულ მოზრდილ ადამიანთა 25%-ს ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვს (AAD Survey).

გარუჯვა სოლარიუმი ან მზის ულტრაიისფერი სხივები ნაადრევად აბერებს კანს.

ნაოჭები, ასაკობრივი ლაქები, კანის სიმკვრივე ნაადრევად ვითარდება იმ ადამიანებში ვინც ირუჯება. მათ უვითარდებათ “ტყავისებური კანი”.
? გარუჯვა ადრეულად აბერებს კანს

სოლარიუმის გამოყენება დრამატულად აჩქარებს კანის დაბერების პროცესს.

სოლარიუმს შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული დაზაინება.

სოლარიუმისგან მიყენებული დაზიანებები ხშირია, როგორებიცაა – დამწვრობა, გონების კარგვა, თვალის დაზიანება.
? “ბაზური”, პირველად რუჯს არ შეუძლია მოახდინოს დამწვრობის პრევენცია

ბევრს სჯერა რომ სოლარიუმში უკვე მიღებული რუჯით შესაძლებელი მოახდინონ კანის დამწვრობის პრევენცია.
ეს მითია, შესაძლებელია დამწვრობა ამ შემთხვევაშიც განვითარდეს.

ყოველ ჯერზე როდესაც იღებ რუჯს ან დამწვრობას, შენ ასევე აზიანებ დნმ-სს, რითაც იზრდება კანის კიბოს განვითარების რისკი.
? რუჯზე უარის თქმით შენ ამცირებ კანის კიბოს რისკს

ქალები რომლებიც ირუჯებიან სოლარიუმში 30 წლამდე ასაკში – აქვთ 6-ჯერ მომატებული მელანომის განვითარების რისკი.
? სოლარიუმის გამოყენებით D ვიტამინს ვერ მივიღებთ

ალბათ გსმენიათ ამის შესახებ

მაგრამ….

სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები უპირატესად გამოყოფს UVA (ულტრაიისფერ A სხივი), ორგანიზმს კი სჭირდება UVB (ულტრაიისფერი B სხივი) იმოსათვის რომ წარმოქმნად D ვიტამინი.

D ვიტამინის ადექვატური რაოდენობის მისაღებად რეკომენდებულია ადექვატური კვებითი რაციონი.
? D ვიტამინის (25 OH D) ნორმალური მაჩვენებელია – >20ნგ/მლ
<12ნგ/მლ ნიშნავს დეფიციტს
D ვიტამინის ათვისების კარგი წყაროა მზის სხივები.

საჭიროა დღის განმავლობაში სულ რაღაც რამოდენიმე წუთით მზის სხივების ზემოქმედება კანზე და ჩვენ საჭირო რაოდენობა გვექნება.
ალტერნატიული კარგი საკვები წყაროა:

? ცხიმიანი თევზი – ორაგული, სკუმბრია, ოკეანის ან ზღვის თევზეულობა
? ძროხის რძე, სოიო, ნუში, შვრია
? კვერცხი
? ღორის ხორცი
? მარცვლეული
მზის ულტარიისფერი სხივების კანის პატარა უბანზე (მაგალითად სახე) სხივების 10-15 წუთიანი ზემოქმედება სრულად საკმარისია.

? გარუჯვაზე დამოკიდებულება (Addiction) სერიოზული რისკია

სამეცნიერი მტკიცებულების მიხედვით გარუჯვა იწვევს დამოკიდებულებას.

18-დან 30 წლის ასაკის თეთრ კანიანი ქალების დაახლოებით 20%-ში დაფიქსირებული გარუჯვაზე დამოკიდებულება.
მათ უჭირთ გარუჯვაზე უარის თქმა, როდესაც ისინი იღებენ ბალანსირებულ, არაგადაჭარბებულ ულტრაიისფერ სხივებს ეწყებათ დეპრესია და მოუსვენრობა.

ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი გარუჯვაზე დამოკიდებულების პრევენცია.
? გარუჯვას შეუძლია სტრიები გახადოს უფრო თვალშისაცემი
საუკეთესო გზა სტრიების დასაფარად არის აუტო-რუჯი
? არასწორი ინფორმაციის მიწოდება სოლარიუმის მომხმარებლებისთვის ხშირი პრაქტიკაა
სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ხშირია “false and misleading information”
გამოკითხულ თანამშრომელთა 90% რომლებიც მუშაობენ სალონებში ამბობენ რომ სოლარიუმით გარუჯვა არ წარმოადგენს ჯანმრთელობის რისკებს, მეტიც ზოგიერთი მათგანი აფიქსირებს რომ ის სასარგებლოც კია.

? აუტო-რუჯის გამოყენება არის უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივა გარუჯვის მიზნით, კანის კიბოს, ნაოჭების, კანის დაბერების რისკების ზრდის გარეშე.

? არ უნდა დაგავიწყდეთ მზისდამცავის გამოყენება აუტორუჯის შემთხვევაშიც
? და ბოლოს…..

აშშ-ში CDC-ის (დაავადებათა კონტროლის ცენტრი) მონაცემებით:

აშშ-ში თუ არავინ 18 წლამდე ასაკში არ გამოიყენებს სოლარიუმს, ამით შესაძლებელია 61 839 მელანომის განვითარების და მელანომით გამოწვეული 6 735 სიკვდილის პრევენცია.

? არასდროს არ არის გვიანი უარი თქვა

შენს ორგანიზმს აქვს უნარი დაიწყოს აღდგენა ულტრაიისფერი სხივებით მიყენებული დაზიანებების გამოსასწორებლად.

? Banerjee SC, Hay JL, et al. “Quitting the ‘cancer tube’: A qualitative examination of the process of indoor tanning cessation.” Transl Behav Med. 2014; 4(2): 209-19.
? Coups EJ, Stapleton JL, et al. “Frequent indoor tanning among New Jersey high school students.” J Am Acad Dermatol. 2015; 72(5): 914-16.
? Ernst A, Grimm A, et al. “Tanning lamps: Health effects and reclassification.” J Am Acad Dermatol 2015;72:175-80.
? Guy GP Jr, Berkowitz Z, et al. “Indoor tanning among high school students in the United States, 2009 and 2011.” JAMA Dermatol. 2014; 150(5):501-11.
? Stier MF and Hirsch RJ. “Rejuvenation of scars and striae.” In: Hirsch RJ, et al. Aesthetic rejuvenation. McGraw Hill Medical, China, 2009:224-9.
? U.S. House of Representatives Committee on Energy and Commerce. “False and misleading health information provided to teens by the indoor tanning industry.” Published February 1, 2012. Last accessed April 11, 2018.” – წერს ზაზა თელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები