LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკიმ სააკაშვილი ქალაქთმშენებლობის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გამოიყვანა

119
სააკაშვილი და ზელენსკი 1

უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქალაქთმშენებლობის სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გამოიყვანა. აღნიშნულის შესახებ განკარგულებას ხელი ზელენსკიმ გუშინ, 4 მარტს მოაწერა.

საინფორმაციო პორტალ „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის საიტზეა გამოქვეყნებული. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ განუმარტავთ.

ამავე განკარგულების თანახმად, სააკაშვილის ნაცვლად, ზელენსკიმ ქალაქთმშენებლობის საკითხთა საკოორდინაცო საბჭოს შემადგენლობაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ექსპერტი, გიორგი ცხაკაია, შეიყვანა. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გიორგი ცხაკაიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის სახელმწიფო საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები