უკვე რამდენიმე საათია, რაც უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის განმარტებით, ჯერ ცნობილი არ არის, რამდენ ხანს გაგრძელდება მოლაპარაკებები.
მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრების ვინაობა ცნობილია.
უკრაინისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მთავარი პირი, წარმოშობით ქართველი, დავით არახამიაა. ის ფრაქცია ,,ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეა.
“ზელენსკის მთავარი წარმომადგენელი მოლაპარაკებებზე ქართველი, დავით არახამია. უფრო მეტიც, აფხაზეთიდანაა დევნილი. გაგრიდან, უკრაინაში საცხოვრებლად 90-იან წლებში გადავიდა”, – წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, დავით არახამია 1979 წლის 23 აგვისტოს დაიბადა. მისი ოჯახი ქალაქ გაგრაში ცხოვრობდა.
როგორც გამოცემა uaportal.com წერს, აფხაზეთის ომის შემდეგ, მისი ოჯახი საცხოვრებლად უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში გადავიდა.
ფოტო, ვიდეო: უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.