ზაფხულის სეზონზე, სანაპიროზე რომ გავდივართ, ხშირად წასახემსებელიც მიგვაქვს ან გვინდა, რომ წავიღოთ, მაგრამ მზეზე გაფუჭების შიშით ამაზე უარს ვამბობთ. როგორ შევინახოთ საჭმელი სანაპიროზე ისე, რომ მზის სხივებისგან არაფერი დაემართოს? Nbcnews.com აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჟურნალისტი სამ მთავარ ხრიკს გვიმხელს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი „სნექის“ გრილად შენახვაში.

პირველი წესი:

წინა ღამეს გამზადებული ხორცი საყინულეში შეინახეთ. ის მეორე დღეს ფრეშსაც შეინარჩუნებს და მისი ყინული სხვა პროდუქტებსაც შეინახავს. მათ შორის: წყალს, ხილს, წვენს და ყველაფერს, რასაც სანაპიროზე წაიღებთ.

მეორე წესი:

წაიღეთ ყინულის დიდი ნატეხები. ის გაცილებით უკეთესია, ვიდრე ყინულის კუბიკები, რომელიც მალე გადნება და ასეთ დროს საჭმელი, შეიძლება, გაგიფუჭდეთ.

მესამე წესი: 

მთლიან კონტეინერს თუ სილაში ჩაფლავთ, ეს მას სიგრილეს კიდევ უფრო დიდხანს შეუნარჩუნებს.

 

 

 

 

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები