LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად სწორად აღიქვამენ ბედნიერებას მოზარდები – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

29
მოსიაშვილი

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის ბედნიერება და რაში ხედავენ მოზარდები ბედნიერებას – ამ და სხვა თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა სოფია მოსიაშვილმა ისაუბრა.

რამდენად სწორად აღიქვამენ ბედნიერებას მოზარდები ?

ბედნიერება ჩვენს  ცხოვრებაში, ძალიან დიდ როლს თამაშობს. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე კი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო ხდება.

ხშირად ბედნიერებას არასწორ ადგილას, საგნებში, ადამიანებში, ნივთებში და მსგავს რაღაცეებში ვეძებთ, რაც რასაკვირველია კრახით სრულდება, რადგან ვერ ვპოულობთ და ვერც ვიპოვით.

ზოგჯერ გვგონია, რომ სხვა კონკრეტული ადამიანი განსაზღვრავს ჩვენს ბედნიერებას და მისგან ველოდებით მოგვიტანოს ბედნიერება, ან რომელიმე დღე ან კი ადგილი, სადაც შეიძლება წავიდეთ, თუმცა ისევ სიცრუესა და სიყალბეში აღმოვჩნდებით ხოლმე.

ბედნიერება მნიშვნელოვანია, როგორც ზრდასრულთათვის, ასევე მოზარდებისთვის, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში რთულია მოზარდების ემოციური ფონი, რა დროსაც დაბლა იწევს ბედნიერების დონე.

მკვლევარებმა შემდეგი იდეის დასაბუთება დაიწყეს, საიდანაც არ უნდა ავიღოთ ბედნიერების წყარო, ეს ყველაფერი ილუზიაა.

თითოეულ ადამიანში არის ბედნიერების გარკვეული დონე. რაში ვხედავთ ჩვენ ბედნიერების წყაროს?

მოდი ეს კითხვა დავუსვათ ყველამ საკუთარ თავს. ზოგიერთისთვის ბედნიერება არის ახალი სმარტფონი ან კონკრეტული ნივთი თუ მოვლენა. გამოდის რომ თითქოს ჩვენი ბედნიერების წყარო, ჩვენი შინაგანი სამყაროდან ამოვიღეთ და სადღაც გარეთ გადავდგით და დავუკავშირეთ სხვადასხვა მოვლენებს.

კვლევებით დადასტურდა რომ ბედნიერების განცდა არსებობს ადამიანის შიგნით.

ჩვენი ბედნიერების დონე ნაკლებად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო. ეს ყველაფერი ჩვენს შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული.

მნიშვნელოვანია მოზარდებმა გააცნობიერონ და აღმოაჩინონ, რომ ბედნიერება ეს მათი არჩევანია და ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება ის ეძებონ საკუთარი თავია და არა რომელიმე კონკრეტულ ნივთში.

არსებობს სხვადასხვა ტექნიკები და სავარჯიშოები, რომლითაც მოზარდები საკუთარი ბედნიერების დონის ამაღლებას შეძლებენ.

გვახსოვდეს და ვასწავლოთ შვილებს:

1.ბედნიერება შემთხვევითობა არ არის, ის არჩევანია.

  1. მადლიერება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბედნიერების დონის ამაღლებაში, ამიტომ ყოველთვის განაწყე თავი და მთელი გულით გამოხატე მადლიერება ვინმეს მიმართ.
  2. ხანდახან ჩვენს ცხოვრებაში, ადგილი აქვს უსიამოვნო მოვლენებს, რომლებსაც არ უნდა მივცეთ საშუალება ხასიათი გაგვიფუჭონ, გადმოხედე მომავლიდან ამ ყველაფერს და იფიქრე რა რეაქცია გექნება ამ ყველაფერზე 30 წლის შემდეგ,ეს დაგეხმარება.
  3. ხშირად უარყოფითი აზრები გვიჩნდება ყველაფერი გააკეთე იმისთვის,რომ ისინი მოიცილო თავიდან! ეს ფიქრები ჩვენ ენერგიას და ძალას გვაცლიან

გახსოვდეს რომ ბედნიერება ჩვენს განცდებშია.

  1. გააკეთე სიკეთე! ხომ იცი ეს არც ისე დაგეკარგება! კეთილი საქმეები გადამდებია და ერთ დიდ ჯაჭვს კრავს,როცა შენ ერთ პატარა კეთილ საქმეს აკეთებ!
  2. გახსოვდეს რომ პრობლემების გარეშე განვითარება შეუძლებელია და ჩვენ ისინი ნამდვილად გვჭირდება ცხოვრების თითოეულ ეტაპზე!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g