LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისი მეშვეობით ყალიბდება ჩვენზე წარმოდგენა და რატომ ვერ ვაღწევთ ყოველთვის სასურველ შედეგს – FM ქოუჩი

14
ninapertenavashow

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოქმედებს ადამიანებზე პირველი შთაბეჭდილებები და რას ნიშნავს ზემოქმედების ტექნოლოგიები – ამ თემაზე გადაცემაში “FM ქოუჩი” პიარ სპეციალისტმა ნინა პერტენავამ ისაუბრა.

რას ნიშნავს სტიქიური იმიჯი?

ისინი, ვინც არ ზრუნავენ საკუთარი იმიჯის ფორმირებაზე, მიიღებენ სტიქიურად ჩამოყალიბებულ იმიჯს, რომელიც როგორც წესი იხრება ნეგატიურისკენ. სტიქიური იმიჯი ვერ იქნება კონკურენუნარიანი, რადგანაც არ არის გათვლილი და დაყრდნობილი ისეთ ფაქტორზე, როგორიც არის: თქვენი მომხმარებელი, დამკვეთი, უფროსი, გაყიდვის ადგილი, ფასი, პროდუქტი, მომსახურება. იმიჯი არის ემოციური დამოკიდებულება ვინმეს მიმართ. იმიჯის ფორმირება ხდება იმიჯის ჩამომაყალიბებელი თვისებების დახმარებით. იმიჯის ჩამომაყალიბებელი თვისებებით პიროვნება ან კომპანია აღწევს საზოგადოების ცნობიერებაში მისადმი დაგეგმილი დამოკიდებულების შექმნას.

აღქმის სპეციფიკა:

ადამიანს ახასიათებს პირველადი აღქმის ერთობლიობა. ეს არის ყველაზე ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების ეკონომიური საშუალება, ძალისხმევის და უამრავი დეტალის ცალკეული დამუშავების გარეშე.

დროის და ინფორმაციის დეფიციტის ვითარებაში ჩვენ სწრაფად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, ჩვენი ტვინი ეკონომიას აკეთებს სწორედ რომ ღრმა აზროვნების პროცესებზე და გვარწმუნებს, რომ ვიცით და ეს ინფორმაცია უკვე საკმარისია. ამიტომ ანალიზის უნარი იცვლება ემოციური აღქმით. ანუ ჩვენ რთულ და ღრმა პორტრეტის მაგივრად, ადამიანის იმიჯს აღვიქვამთ.

იმისთვის, რომ საქმიანობის ყველა სფეროში წარმატებული ვიყოთ, პირველ რიგში დასაფიქრებელია თუ რა ინფორმაციას და სიგნალებს ვაწვდით ჩვენს გარშემო მყოფ პარტნიორებს.

რისი მეშვეობით ყალიბდება ჩვენზე წარმოდგენა და რატომ ვერ ვაღწევთ ყოველთვის სასურველ შედეგს?

ყველა სოციუმის ჯგუფს აქვს განსხვავებული ნორმები და ფასეულობები, მორალური პრინციპები, გემოვნება და ინტერესები, მათ ყურადღებას განსხვავებული ფაქტორები იპყრობს. საიდანაც გამოდის, რომ ერთდროულად ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნებით, ამისთვის საჭიროა ქცევის კორექტირება და განსხვავებული შინაარსობრივი დატვირთვა, როდესაც ურთიერთობთ განსხვავებულ სოციალურ ან გეოგრაფიულ ჯგუფებთან.

ზედმეტად საკუთარ “მე”-ზე საუბარი და ქება იწვევს გაღიზიანებას?

კი იწვევს. ამიტომ საჭიროა ზომიერების შენარჩუნება. სასურველია თქვენზე სხვამ ისაუბროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები