რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და რატომ გვჭირდება ანალიზის უნარი – ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე სტუმრად გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“.
საკუთარი მეს გამოყოფა, აზრის გამოხატვა რამდენად მნიშვნელოვანია?
როდესაც ვხდებით სხვის აზრზე დამოკიდებული, ავტომატურად სხვას ვაძლევთ ჩვენი ბედნიერების გასაღებს. ადრე სოციუმი იყო კოლექციური და ეს იყო გარანტი იმის, რომ ინდივიდი გადარჩებოდა. მაშინ როდესაც ერი დგას გადარჩენის და არა განვითარებუის ეტაპზე, ერთად გადარჩენა უფრო შესაძლებელია. თუ ჩვენი ამოცანა პიროვნული განვითარებაა, მაშინ მნიშვნელოვანია აზრის დაფიქსირება. ხშირად არის, რომ წინ წასულები, ვრჩებით მარტო, ამიტომ მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რას ვთმობთ და რის ფასად.
ის რაც გვაფერხებს, გვტოვებს კომფორტის ზონაში და გვიცავს იმისგან, რომ შიში ზონაში არ გადავიდეთ. თუმცა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია კომფორტის ზონიდან გამოსვლა.
იწვევს თუ არა სხვის აზრზე დამოკიდებულება ფსიქოსომატურ დაავადებებს?
სხვის აზრზე დამოკიდებულება ფსიქოსომატური დაავადებების გამომწვევია. მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ საკუთარ თავს. უნდა გავაცნობიეროთ, რა რისკების ქვეშ ვდგებით, როცა საკუთარ მეს არ ვუსმენთ.
თუ აღმოვაჩინეთ, რომ დავიკარგეთ და ტყეში ვართ, უნდა გავჩერდეთ. თუ ზედმეტად მორგებული ვართ სხვის აზრზე, პირველ რიგში უნდა გავჩერდეთ და ვნახოთ რა ხდება ჩვენს ირგვლივ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს.