LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „33 წრე მზის გარშემო და კიდევ ახალში შევდგი ფეხი…დაე ყველა ამ სამყაროში ვიყოთ ბედნიერი და თავისუფალი“ – მარიამ საჯაია იუბილარია

159
2025-03-15_23-54-41_924286

სამოქალაქო აქტივისტი და ყოფილი პოლიტიკოსი მარიამ საჯაია იუბილარია.

მარიამი დღეს 33 წლის გახდა და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს:

„მთელი დღეა ვფიქრობ:

რა ვინატრო?
დღეს ის დღეა, ჩემი ჩაფიქრებული სურვილი რომ უნდა ასრულდეს

33 წრე მზის გარშემო.
და კიდევ ახალში შევდგი ფეხი. მართალია ცალი, ნაზად და მინდობილის სიმორცხვით, მაგრამ სიმტკიცით და სიღრმით და მე და სანი ერთად ვართ 6 წელია თან.

რა ვინატრო?
და ვიცი, რომ ყველაფერიც ნანატრია უკვე, რადგან არაფერია, რაც ჯერ არ მომხდარა და ჩვენ უბრალოდ მატრიცებს შორისი არჩევანი გვაქვს, ეგეც გაცნობიერებულობის შემთხვევაში.

კარგი, მოდი გაცნობიერებულობას ვინატრებ თქო, მაგრამ ეგ ხომ მოგზაურობაა, გზაა და მაგ გზაზე უკვე ვარ. მიზანი პროცესშია და რაღა სანატრელია არის!

მერე ამ ქვეყანას ვუსურვებ-მეთქი საუკეთესოებს, მაგრამ მერე მთელ პლანეტას შევხედე იგივე დღეში და ვიწრო ფოკუსი ვეღარ დავიჭირე.
პლანეტას და დედა-მიწას კი სურვილის ნაცვლად მირჩევნია ჩემი ცხოვრებით ვემსახურო. ასეც ვშვები და აქაც პროცესში ვარ.

ბოლოს ისევ ის აზრი მოვიდა თავში, პირველი მანტრა რაც მოვიდა ჩემთან
Lokah samastah sukhino bhavantu
დაე ყველა არსება ყველა სამყაროში იყოს ბედნიერი და თავისუფალი

მანამდე კი უბრალოდ ცეკვა მინდა, ჩემი მეორე ცალიფეხი და გონებისგათიშვამდე ცეკვა,
მარტო მოძრაობა რომ რჩები, ისმომენტი!
მაგრამ მაინც

დაე ყველა არსება ყველა სამყაროში ვიყოთ ბედნიერი და თავისუფალი“, – წერს მარიამ საჯაია.

მარიამ საჯაია: „12 წელი ნიჰილიზმს თესავდნენ – ჩვენს გავიმარჯვეთ უიმედობასა და დეპრესიაზე, ახლა გაფორმების ამბავი მიდის – როგორც ისინი იფორმებენ მოღალატეების სახელს, ასე ვიფორმებთ ჩვენც გამარჯვებას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g