51 წლის ჯენიფერ ლოპესი დილის ონლაინ გადაცემაში იყო მიწვეული. ის მაყურებელს ნიუ-იორკის პენტჰაუსიდან ჩაერთო. არტისტი საზოგადოების წინაშე ახალი იმიჯით წარდგა და შავი ბერეტი მოირგო. ლოპესმა კარანტინის პერიოდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ერთ ადგილზე გაჩერება არ შეუძლია.
„მოგეხსენებათ, ერთ ადგილზე გაჩერება არ შემიძლია, სწორედ ამიტომ შევქმენი კოსმეტიკის საკუთარი ხაზი“, – აცხადებს ჯეი ლო.
რაც შეეხება მის შემოქმედებით კარიერას, ლოპესი და კოლუმბიელი მომღერალი მალუმა ახალ რომანტიკულ ფილმში, Marry Me ითამაშებენ. მანამ, სანამ აღნიშნულ ფილმს ვნახავდეთ, არტისტი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და ახალ ნამუშევრებს ავრცელებს. ცოტა ხნის წინ ჯეი ლომ ახალი სინგლის, The Morning გარეკანი გაავრცელა, სადაც სრულიად შიშველია.