LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 59 წლის შონ პენი 28 წლის ლეილა ჯორჯიზე ფარულად დაქორწინდა

364
safe-image

59 წლის ოსკაროსანი მსახიობი, შონ პენი 4 წლიანი რომანის შემდეგ 28 წლის შეყვარებულზე, ლეილა ჯორჯიზე ფარულად დაქორწინდა. აღნიშნული ინფორმაცია წყვილის მეგობარმა, ირენა ფერისმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. მან რამდენიმე ფოტო გაასაჯაროვა, ერთ-ერთ მათგანში წყვილი საქორწინო ბეჭდების დემონსტრირებას ახდენს.

ახლადდაქორწინებულებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ცნობისთვის, შონი და ლეილა თავიანთი რომანის განმავლობაში ძალიან მოკრძალებულად იქცეოდნენ და პაპარაცების ობიექტივში პრაქტიკულად არასდროს ხვდებოდნენ.

შეგახსენებთ, მათი რომანის შესახებ ცნობილი 2016 წელს გახდა, ლეილასთვის ეს პირველი ქორწინებაა, შონისთვის კი მესამე, მსახიობი 1985 წლიდან 1989 წლამდე მადონაზე იყო დაქორწინებული, მისი მეორე ცოლი კი მსახიობი რობინ რაიტი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ლეილა ჯორჯთან რომანის დაწყებამდე პენი შარლიზ ტერონს ხვდებოდა, მათი რომანი 2 წელს გაგრძელდა, ტაბლოიდები იმასაც ირწმუნებოდნენ, რომ წყვილი ფარულად დაინიშნა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არცერთ მათგანს არ დაუდასტურებია. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში ტერონმა განაცხადა, რომ პენზე გათხოვებაზე არასდროს უფიქრია და ისინი ერთმანეთს უბრალოდ ხვდებოდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები