გასული წლის ბოლოს, ლეგენდარულმა მუსიკოსმა, პოლ მაკკარტნიმ ახალი ალბომი, McCartney III გამოუშვა. ნამუშევარი ორი ალბომის, McCartney-სა და McCartney II-ის გაგრძელებაა.
როგორც ჩანს, 78 წლის არტისტი შემოქმედებით აქტიურობას არ წყვეტს, ახლახანს „ბითლზის“ წევრმა ახალი ალბომი, McCartney III Imagined დააანონსა.
აღსანიშნავია, რომ ახალ ალბომში მუსიკოსს ისეთი არტისტები გაუწევენ პარტნიორობას, როგორებიც ფიბი ბრიჯერსი და ჯოშ ჰომია.