ლოს-ანჯელესში, „მარველის“ „მარადიულების“ გრანდიოზული პრემიერის შემდეგ, პრემიერა რომში შედგა. იტალიის დედაქალაქში ანჯელინა ჯოლი ქალიშვილებთან, ზაჰარასთან და შაილოსთან ერთად გაემგზავრა.
ფოტო: მარადიული სილამაზის მქონე ანჯელინა „მარადიულების“ პრემიერაზე ქალღმერთის იმიჯით გამოჩნდა
46 წლის მსახიობი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად მან „ვერსაჩეს“, ვერცხლისფერი კაბა მოირგო. ის წითელ ხალიჩაზე ხელოვნების ნიმუშივით იდგა და მშვენიერებას ასხივებდა.