გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ უკვე რამდენიმე კვირა გავიდა. მანამ, სანამ ჰალინა ჰაჩინსის დაღუპვის ბრალეულობას იძიებენ, 63 წლის ალეკ ბოლდუინი მდგომარეობიდან გამოსვლას ცდილობს.
ფოტო: ტრაგედიის შემდეგ ალეკ ბოლდუინი საქმიანობას კვლავ შეუდგა – მსახიობი „პოსტს“ ავრცელებს
მსახიობი პაპარაცების მუდმივი თვალთვალისა და ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლია, მის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებენ. ამჯერად მსახიობი მეუღლისა და შვილების გარემოცვაში, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში გადაიღეს. მას ოჯახი დიდ მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა მის გამოხედვაში მაინც უდიდესი სევდა იგრძნობა.
ფოტოებს, სადაც ალეკ ბოლდუინი ოჯახთან ერთად ჰელოუინს აღნიშნავს, კრიტიკა მოჰყვა



