LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ბალენსიაგამ“ „გუჩი“ ჩაანაცვლა და ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა

215
page

მიმდინარე წელი „ბალენსიაგასთვის“ და მისი კრეატიული დირექტორისთვის, დემნა გვასალიასთვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. ფაქტობრივად „მეტ გალაზე“ ჰოლივუდს ყველა ვარსკვლავს ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი ტანისამოსი ეცვა.

ფოტო: კიმ კარდაშიანის და დემნა გვასალიას ეპიკური გამოჩენა Met Gala-ზე

შედეგმაც არ დააყოვნა, „ბალენსიაგამ“ Lyst Index-ის პლატფორმაზე „გუჩი“ ჩაანაცვლა და წლის ყველაზე პოპულარული ბრენდის ტიტულიც მოიპოვა. ბრენდის შემოსავალი სულ უფრო და უფრო იზრდება, ის უკვე 2.3 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში  „გუჩის“ კრეატიული დირექტორის, ალესანდრო მიკელეს და დემნა გვასალიას მიმოწერაც გავრცელდა, დიზაინერებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

ფოტო/ვიდეო: დემნა გვასალია „სიმპსონებში“ გამოჩნდა – ნახეთ რა ვიდეოებს ავრცელებს დიზაინერი

 

View this post on Instagram

 

A post shared by ?????????? (@gvasaliaga)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები